ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ქეთას ორსულობაზე რუსული მედია აქტიურად წერდა. მის ამერიკაში გამგზავრებასა და მშობიარობაზეც დაიწერა და ისიც, რომ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს და ამ კლინიკის პაციენტები იყვნენ: მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი და ასე შემდეგ.
ჟურნალი "თბილისელები" ქეთას ამერიკაში, 16 ივნისს, მშობიარობიდან დაახლოებით ოთხ საათში დაუკავშირდა და პატარას დაბადება მიულოცა . დეტალებზე კი მის დედას, ქალბატონ ნატას ესაუბრა :
ნატა: მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ქეთას, ეს უბედნიერესი დღე მიულოცეთ და ჩვენი სიხარული გაიზიარეთ. თუმცა, ახლა ძალიან დაღლილია ემოციით და მე მოგიყვებით მის ამბებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ რუსულ გამოცემას აქვს ქეთას ჩაწერის ექსკლუზივი, მაგრამ პროდიუსერს გადაურეკა და უთხრა, მართალია, ექსკლუზივს რუსულ გამოცემას ვაძლევ, მაგრამ საქართველოდან დამირეკეს და ამათ უარს ვერ ვეტყვიო.
– რამხელა დაიბადა ბავშვი და როგორ გრძნობენ თავს ახალშობილი და მისი დედიკო?
– ბავშვი 3 კილო და 60 გრამი დაიბადა, 52 სანტიმეტრია სიმაღლეში. ალივია დაარქვეს და ლივს დავუძახებთო, ასე ამბობენ ქეთა და ლევი. მშობიარობამ კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. ქეთამ ბუნებრივად იმშობიარა, რძეც აქვს.
– ქმარი მშობირობას დაესწრო?
– საკმაოდ კარგი კლინიკაა, სადაც ქეთამ იმშობიარა. აქ იცით, როგორ ხდება? პალატაში სადაც მშობიარეა, აქვეა სამშობიარო ბლოკი და მე და ლევიც აქ ვიყავით, როცა პატარა ალივია დაიბადა. თუმცა, მე ვეღარ გავუძელი და გამოვედი. მამამისი კი ვაჟკაცურად იდგა. ქეთას ხომ რუსეთში უნდოდა მშობიარობა, ჰოდა, ლევი სულ ეუბნებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილი საუკეთესო პირობებში მოევლინოს ქვეყანასო. ასე რომ, მართლაც, არჩევანი საუკეთესო კლინიკაზე გააკეთა. ქეთამ, ლოს-ანჯელესის დროით, 20 საათსა და 20 წუთზე იმშობიარა.
– ვის ჰგავს პატარა?
– რომ დავხედე, მამას მივამსგავსე, მაგრამ ზუსტად ვიცი, შეიცვლება და საბოლოო ჯამში, ვის ემსგავსება, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. მთავარია, ჯანმრთელი, კარგი გოგოა და ყველანი გაგვახარა. ალბათ, სამ დღეში გაგვწერენ კლინიკიდან.
– ქეთას რა რეაქცია ჰქონდა, როცა ალივია ამ ქვეყანას მოევლინა?
– ქეთა გადარეულია, არ იშორებს ბავშვს გვერდიდან. მეორე ოთახშიც კი არ გააყვანინა. ტკიპასავით მიკრული ჰყავს (იცინის).
– ამბობენ, რომ კლინიკა, სადაც ქეთამ იმშობიარა, საკმაოდ ძვირად ღირებულია. საიტებზე დაიწერა კიდეც, რომ მშობირობა 30 ათასი დოლარი დაჯდაო.
– საკმაოდ მაღალი დონის სამშობიაროა და ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი გახდა აქ დედა. მაგრამ, რა ჯდება მშობიარობა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ლევმა დაფარა ყველა ხარჯი და სიმართლე გითხრათ, არც კი მიკითხავს. აქ ძიძას, ექიმს, მომსახურე პერსონალს ყველას სათითაოდ უხდიან ფულს. ჩვენ ჰოლივუდში ვცხოვრობთ და ლოს-ანჯელესში ეს საუკეთესო სამშობიაროა. ამ სამშობიროში რუსული შოუ-ბიზნესიდან ალსუმაც იმშობიარა.
– რამდენ ხანს დარჩებით ამერიკაში?
– ქეთა და ბავშვი აგვისტოს ბოლომდე დარჩებიან ამერიკაში. მერე კი, მოსკოვში დაბრუნდებიან. ქეთამ, მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, გაიგო თბილისის ტრაგედია და ისე ნერვიულობდა, ვაწყნარებდით. ვეუბნებოდით, გადმოერთე შვილზე. ვუშლიდით, ნუღარ ათვალიერებ სურათებს სოციალურ ქსელშიო. მართლა ძალიან ინერვიულა და განიცადა. ამბობდა, ზოოპარკში სულ დავყავდი მამას, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცოდი და ეს რა ხდება, როგორ განადგურდა, რამდენი ლამაზი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ სტიქიამო.
– როდის ვიხილავთ პატარა ალივიას ფოტოებს სოციალურ ქსელში?
– ქეთი წინააღმდეგია შვილის ფოტოების სოციალურ ქსელში დადებაზე. არც რუსული მედიისთვის მიუცია ფოტოები. ამბობს, ჯერ ახალდაბადებულია, ცოტა რომ მოკოკროჭინდება და მოიზრდება, გავიპრანჭებით, გადავიღებთ სურათებს და გაჩვენებთო. მხოლოდ პატარა ფექუნებზე გადაუღო ფოტო და ის დადო თავის საიტზე. თავად მითხრა, „თბილისელებს“ პირველს მივცემ ბავშვის სურათებსო. ასე რომ, ექსკლუზივი თქვენი იქნება.
– დიდი მადლობა, და კიდევ ერთხელ გილოცავთ!
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები