0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ და შეიძლება სენტიმენტალურობაც მოგეძალოთ. ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ეცადეთ, შვებულებისთვის განეწყოთ. 

კურო
გამოუყენებელ შანსებსა და შესაძლებლობებზე ნუღარ იდარდებთ. ნუ ჩაიციკლებით ძველ წყენაზე. წარსულს ვერ დაიბრუნებთ, ამიტომ დაივიწყეთ და ბედნიერი მომავლისთვის განეწყვეთ. 

ტყუპი
ნურავის ენდობით, განსაკუთრებით მათ, ვინც "ოქროს მთებს" გპირდებათ. დღეს შეიძლება ერთგულმა ადამიანმაც კი გაგიცრუოთ იმედი. 

კირჩხიბი
დღეს უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ, - საკუთარისაც და კოლეგებისაც, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, თუ მადლობელი არავინ იქნება. უბრალოდ, იმუშავეთ და ადრე თუ გვიან, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. 

ლომი
საქმეების მოგვარებისას ნუ აჩქარდებით, ყური დაუგდეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. ნუ გარისკავთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების ყიდვა. 

ქალწული
თქვენი ავადმყოფობა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. დასვენება, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება გესაჭიროებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ აგრესიული და ზედმეტად კრიტიკული არ იყოთ. 

სასწორი
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებზე. დეპრესიისა და გაღიზიანებულობის დაძლევაში მუშაობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაგეხმარებათ. 

მორიელი 
საინტერესო და მოულოდნელი შეხვედრები, მეგობრების მხარდაჭერა და ახალი იდეების განხილვა დღევანდელ დღეს გაგიხალისებთ. 

მშვილდოსანი
დღის ძირითადი ნაწილი ოჯახის საქმეებს, ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობას უნდა მოახმაროთ. სანამ ახალ საქმეებს წამოიწყებდეთ, კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. 

თხის რქა
ახალი ინტერესები გაგიჩნდებათ - კულტურა, ფილოსოფია, ისტორია. გელით საინტერესო ადამიანების გაცნობა. თუ დარწმუნებული ხართ, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ სამუშაო ადგილს ვერ დაიბრუნებთ, არ გახვიდეთ. 

მერწყული
მოსალოდნელია გეგმების ცვლილება. ზოგიერთს ექსტრემალურ პირობებში მოუწევს მუშაობა. ხელშეკრულებები მხოლოდ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან გააფორმეთ. 

თევზები
არავინ მოატყუოთ და თავადაც ფრთხილად იყავით, არავის მოატყუებინოთ თავი. ეცადეთ, გაუგებრობებმა არ გაგიფუჭოთ გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება. ნუ გადავარდებით ილუზიებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები