0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უთხარით ეს სიტყვები ერთმანეთს და თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს დასრულდება

ჯანსაღი კომუნიკაცია სასიყვარულო ურთიერთობის გასაღებია. ქვემოთ მოყვანილია  7 აუცილებელი ფრაზა, რომელსაც “cosmopolitan“-ი გთავაზობთ. ფრაზები,რომელებიც  ყველაზე მყარი ურთიერთობის საწინდარია.  არ გეგონოთ რომანტიული ჟესტები, პოეზია ან უბრალო მონოლოგი. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომელებსაც ყველა  წყვილი უნდა ეუბნებოდეს ერთმანეთს.


1.   მადლობა

 აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა, როდესაც  პარტნიორი  თქვენთვის რაღაცას გააკეთებს. იცოდეს, შენმა მეორე ნახევარმა, რომ აფასებ მის საქციელს. ეს სიტყვა თქვენს კავშირს გააძლიერებს.

 2.  გაერთე

 თუ პარტნიორი თქვენს გარეშე მიდის მეგობრების წრეში, უბრალოდ უთხარით გაერთოს. ეს სიტყვა ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია და მყარ ურთიერთობაზე მიანიშნებს.

 

 3.    მე შენ გენდობი

 ნდობა ყველაზე მყარი ურთიერთობის ნიშანია. გენდობი- ეს სიტყვა ნებისმიერ მამაკაცზე ახდენს დადებით გავლენას.  “მე შენ გენდობი“, ზოგჯერ “მე შენ მიყვარ“-ზე უფრო მნიშვნელოვანია ფრაზაა.

 4. ვამაყობ შენით

 თქვენი პარტნიორის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ფრაზა კიდევ ერთხელ დადასტურებს იმას, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ სრული ნდობა გაქვთ გამოცხადებული. ეს სიტყვები თქვენს მეორე ნახევარს ნამდვილად გააბედნიერებს.

 5.    ბოდიში

 ბოდიშის მოხდა ნებისმიერი ურთიერთობისას აუცილებელია და განსაკუთრებით ამყარებს სასიყვარულო ურთიერთობას. გახსოვდეთ, თუ თქვენ ბრძოლაში გამარჯვებული ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორად მოიქეცით.

 

 6.    შენ მე მაცინებ

 წყვილი,რომელიც ერთად იცინის, ერთად რჩება. ურთიერთობა იდიალურია, თუკი მუდმივად ერთად მხიარულობთ. შეეცადეთ და  გახადეთ ურთიერთობა უფრო სახალისო.  ძლიერი წყვილი ერთმანეთის იუმორს აფასებს.

 

7.    მე არ მომწონს,როცა შენ...

ასევე, მყარი ურთიერთობის საწინდარია, ისაუბროთ ერთმანეთის უარყოფით მხარეებზეც. ძალიან მნიშვნელოვანია ისაუბროთ პრობლემებზე. თუ ამას ზედმეტი ემოციის გარეშე  შეძლებთ , მასთან დარჩენას იმდენ ხანს შეძლებთ, რამდენ ხანსაც მოგესურვებათ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები