0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე

[ავტორები: ნატა ძველიშვილი თაზო კუპრეიშვილ]საზოგადოებრივი ინიციატივის ახალი კვლევა:

შესავალი 

2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. 

კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტი- დასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. 

ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ამავე დროს ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე. წინამდებარე კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. 

საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Gეწორლდ.გე) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და 4 „ივერიონი“. 

„ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი tv”. 

ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს. როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“ ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან. 

აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია“. 

“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” მიერ 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში 1ჰტტპ://წწწ.ევრაზია.ინფო/არტიცლე/4672 5 ევრაზიული კავშირის იდეის პოპულარიზაციის გარშემო გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში “ევრაზიული კავშირი-საქართველო”. 


“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის “მთავარ ლოკომოტივად” აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს “ერეკლე მეორის საზოგადოება” და “ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, “ერეკლე მეორის საზოგადოებისა” და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს. 
„ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир-ის” მხარდაჭერით. 

საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა. წინამდებარე კვლევაში ღია წყაროებზე დაყრდნობით მიმოხილულია აღნიშნული და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

"ევრაზიის ინსტიტუტი" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები “ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა. როგორც ინსტიტუტის დამფუძნებლები საკუთარი მოღვაწეობის ამსახველ ანგარიშში აღნიშნავენ, 2008 წელს არსებობდა ინტერნეტ ფორუმი სახელწოდებით “პოლიტფორუმი”, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობდა. 

ის ერთ-ერთი გამოცემა იყო საქართველოში, რომელიც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებდა რუსეთის წინააღდეგ ომის დაწყებაში. თავად “პოლიტფორუმის” წევრები ამბობენ, რომ ვებგვერდის სერვერი ხელისუფლებამ გათიშა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული: “ხელისუფლების ამგვარმა ქმედებებმა, ასევე რუსეთის მიმართ აღებულმა რადიკალურად კონფრონტაციულმა კურსმა განაპირობა ევრაზიის ინსტიტუტის დაარსება”. 

პორტალი მოგვიანებით აღადგინეს. ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლები არიან გულბაათ რცხილაძე და გიორგი ვეკუა. გულბაათ რცხილაძე პარალელურად არის გამგეობის წევრი ორგანიზაციაში, “კავკასიური თანამშრომლობა”. ამავე ორგანიზაციის წევრია ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში კოალიცია "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 

გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტს „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის”. ნანა დევდარიანი, გულბაათ რცხილაძე 7 “ევრაზიის ინსტიტუტს” შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული შოთა აფხაიძე, რომელიც ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერია. ის პარალელურად “დემოკრატიული ლიგისა” და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრია. ორგანიზაციას სამხედრო საკითხებში კონსულტაციას უწევს კობა ოთანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია იმით, რომ ის იყო ე.წ. “მუხროვანის ამბოხში” მონაწილეობისთვის ბრალდებული. ორგანიზაციის ახალგაზრდულ პროექტებს ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ცნობილია ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. 

თავდაპირველად შექმნილ პორტალს, “პოლიტფორუმს”, რომელიც დღეს „ევრაზიის ინსტიტუტი“ მართავს, მთავარი მიზანი “რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობაა”. როგორც ჩანს, ორგანიზაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა რაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. კერძოდ, ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ბორის, შენ მართალი ხარ”, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი არ შედრკება “პროპაგანდისტული მანქანის” ზეწოლის პირობებში, განსაკუთრებით, როცა საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენის აუცილებლობაზე. თავად ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამავე პერიოდში “ინსტიტუტის მიერ რუსულ მედიაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შესახებ პოზიტიური ნანა დევდარიანი და კახა კუკავა ამომრჩევლებთან 20120 8 კომენტარები კეთდებოდა, წინასწარ იქმნებოდა დადებითი ფონი რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.” 

ორგანიზაციის გააქტიურება 2012 წლიდან იწყება. ორგანიზაცია ხშირად აწყობს და მართავს შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს. 3 2013 წელს ევრაზიის ინსტიტუტმა დააფუძნა "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი". 

2014 წელს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაიწყეს შეხვედრები რუსეთში დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტში, პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირებისა და დარეგულირების ინსტიტუტში, ასევე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში (РИСИ), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის და რუსეთის წამყვან პოლიტოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს4 . რუსეთის "სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან" ერთად „ევრაზიის ინსტიტუტმა“ 2014 წლის 4 ივლისს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართეს მრგვალი მაგიდა თემაზე - „ისლამისტური იდეოლოგია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები”. თანამშრომლობა შემდეგაც გაგრძელდა - „ევრაზიის ინსტიტუტის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ მოსკოვში გამართულ “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ფორუმში”. 

ირაკლი ყიფიანი, ფონზე დიმიტრი მედვედევი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები ღიად გაცხადებული არ არის. მათი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის ვებგვერდზე არ იძებნება. ამიტომაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული პარტნიორი რუსული ინსტიტუტებიდან იღებენ გარკვეულ დაფინანსებას ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 

გარდა ამისა, ერთ-ერთ კომენტარში თავად გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ 2015 წელს თელავისა და შიდა ქართლის რაიონის სოფელ დირბის ვეტერანებს 45-ლარიანი უფასო ვაუჩერები გადასცეს. რაშიც დაეხმარა მისი მეგობარი, კომპანია “ნიჟფარმის” დირექტორი ალექსანდრე პაპუკაშვილი. კომპანია “ნიჟფარმი” რუსული კონცერნის, ნიჟნი ნოვგოროდის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. “ნიჟფარმა” საქართველოში მედიკამენტების იმპორტს ახორციელებს. 

"ევრაზიის ინსტიტუტის" პროექტები 

სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის “ევრაზიის ინსტიტუტმა” 2013 წელს დაიწყო პროექტი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ (გეორუს.ორგ). თავად პროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შეიქმნა, როგორც ქართველი ხალხის პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, იქნებიან ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ და დღესაც ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის”. სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრები არიან: გრიგოლ რუხაძე - ჟურნალ "სამი საუნჯის” მთავარი რედაქტორი, გვანცა კოპლატაძე - პროფესორი, ზაურ მჭედლიშვილი - თურქოლოგი, საქართველოს ყოფილი კონსული ქ. ტრაბზონში, ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი, გივი ვანიშვილი - თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი, ლევან ოქრომჭედლიძე - ისტორიკოსი, ნანა წითელაშვილი-ერმაკოვა - ჟურნალისტი, იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, იოსებ ქორიძე - იურისტი- სამართალმცოდნე. მოძრაობას უკვე შეუერთდა 1288 პირი, მათი სია პროექტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

თითოეული მათგანის ფოტოს ქვეშ მითითებულია, რომ ის მხარს უჭერს „საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიან დიალოგსა და სრულფასოვან თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ-რელიგიურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“.

ინიციატივა 9 მაისი 

„ევრაზიის ინსტიტუტმა“ მუშაობა სკოლის მოსწავლეებთანაც დაიწყო. პროექტში, რომლის სახელწოდებაა „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე“, მონაწილეობას იღებენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ “ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას”. 


მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 2 მაისს ინიციატივის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეახვედრეს, 9 მაისის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ვეტერანებმა ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ “მძიმე ხვედრისგან იქნა გადარჩენილი საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის, წესით და რიგით, ირაკლი ყიფიანი პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ლესელიძის ძეგლთან, 2015წ მთელი საქართველოსათვის საამაყო - იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით”. 

ბავშვებმა კი 9 მაისთან დაკავშირებით შეთხზული თხზულებები წაიკითხეს. 

ევრაზიის ინსტიტუტის პარტნიორები

 ნებისმიერი ორგანიზაციის თუ მოძრაობის საქმიანობის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია მისი პარტნიორების საქმიანობის მიმოხილვითაც. ქვემოთ მოცემული იქნება ინსტიტუტის პარტნიორების მცირე მიმოხილვაც, რაც ჩვენი აზრით მკითხველს დაეხმარება ინსტიტუტის საქმიანობის შეფასებაში. 

 "ისტორიული მემკვიდრეობა" 

ანტიდასავლური დისკურსით ცნობილი ქართული საინფორმაციო ვებგვერდების Gეწორლდ.გე-სა (საქართველო და მსოფლიო) და „საქინფორმის“ გამომცემელი ააიპ “ისტორიული მემკვიდრეობაა”, რომელიც 2009 წელს თბილისში დაარსდა. 

მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ტარიელ (ტარას) გაგნიძეა. ორგანიზაციის დაფუძნებისას გაკეთებულ განცხადებაში მაგალითად აღნიშნულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის ფალსიფიკაცია ხდება, ორგანიზაცია კი „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორები არიან ქართული გამოცემები “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი”, “ივერიონი”, “ღია ბოქლომი”, Научное общество кавказоведов (НОК) და “ლევ გუმილევის ცენტრი”. თითოეულის ბანერი ევრაზიის ინსტიტუტის ვებ გვერდზე სწორეს „პარტნიორების“ განყოფილებაშია განთავსებული. 12 ახალგაზრდა თაობას საკუთარი ქვეყნის რეალური წარსულის შეცნობაში დაეხმარება. ამ მიზნისთვის გამოაქვეყნებს ისტორიულ სახელმწიფო აქტებს, თანამდროვეთა მოგონებებს, ბიოგრაფიულ მასალებსა და სხვა. ორგანიზაცია ქართველ და რუს ერებს შორის მეგობრობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ "ისტორიული მემკვიდრეობის" დაფუძნების ინიციატივას იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინიციატივა “ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ურთიერთ პატივისცემის განმტიკიცებას”. 

Gეწორლდ.გე-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის, “ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. 1 საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ჭაჭია ამავდროულად არის საქართველოში მოქმედი "გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის" საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ორგანიზაცია “სამეგრელოს” და "მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის" ხელმძღვანელი. მარცხნიდან: Gეწორლდ-ის რედაქტორი ირაკლი თოდუა და ტარიელ გაგნიძე „უცნობი პუტინის“ პრეზენტაციაზე, 2013 13 მედიაში ალექსანდრე ჭაჭია, იგორ გიორგაძის მეგობარ ბიზნესმენად არის მოხსენიებული. 

ჭაჭია აგრეთვე იყო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტია “ერთობის” წევრი, რომლის ლიდერი საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. საინტერესოა იმ პროექტების მიმოხილვაც, რაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებულა. 2010 წლის 9 ივლისს მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის” ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც გაიმართა “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი დოკუმენტური კრებულის, “უუფლებობის ზონის”, რუსულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზეც დაიბეჭდა. 

ამას მოჰყვა ათი გამოცემა, რომელიც გაერთიანდა ერთ სახელწოდებაში “ჟამი ხსნისა”. „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ 2013 წელს გამოსცა წიგნი „უცნობი პუტინი“. წიგნის პრეზენტაციაზე ტარას გაგნიძემ განაცხადა, რომ რუსული პოლიტიკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ საქართველოში ძალიან მწირ და უკიდურესად ტენდენციურ ინფორმაციას ფლობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, შეექმნათ კრებული, სადაც თავმოყრილი იქნებოდა სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ჭაჭია 14 ვლადიმერ პუტინის პიროვნების შესახებ ბევრი, ქართული საზოგადოებისათვის უცნობი ინფორმაცია. 

წიგნის პრეზენტაციას იმ პერიოდისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაც დაესწრო. რაც შეეხება ორგანიზაციის ბოლო პერიოდის საქმიანობას, 2015 წლის 28 აპრილს რუსეთში ჩატარდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი “გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი” დევიზით - “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”. ფორუმში “ისტორიული მემკვიდრეობის” ორგანიზებით საქართველოდან მონაწილეობდა 11 კაციანი ჯგუფი. 

მათ შორის იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ასევე „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ ხელმძღვანელი ირაკლი უბილავა და საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია. ამავე შეხვედრის სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის” პრეზიდენტი ვალერი ტურსუნოვი.  “ისტორიული მემკვიდრეობა” მართავს კონფერენციებსაც, სადაც ძირითადად იწვევს იმ პირებს, რომლებიც პრო-რუსული და ანტი-დასავლური პოზიციებით არიან ცნობილნი. მაგალითად, 2014 წლის 14 ნოემბერს ჩაატარეს კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“. 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ელიზბარ ჯაველიძე, ვალერი კვარაცხელია, ნანა დევდარიანი, არნო ხიდირბეგიშვილი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, იური მეჩითოვი. აგრეთვე, ვიქტორ ცაავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი; ვანო წიკლაური - მემარცხენე ძალთა გაერთიანება; ირაკლი უბილავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი; გრიგოლ ონიანი - საზოგადოება „სტალინი“; ზვიად ირემაძე - ანტი- გლობალისტური ცენტრი „ივერიელები“; გულბაათ რცხილაძე - “ევრაზიის ინსტიტუტი8”, თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, სადაც აღნიშნეს: “დასავლეთი არაფრად აგდებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს თვალსაჩინოდ გვაჩვენა ბოლო 25 წლის პრაქტიკამ. მაგრამ დასავლეთს სჭირდება საქართველოს ტერიტორია ნატოს ბაზების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განსათავსებელად, რუსეთის სამხრეთში დივერსიების მოსაწყობად და კასპიის ზღვაზე და მის ენერგორესურსებზე გასასვლელ კორიდორად. სააკაშვილი ამერიკელებზე უფრო მეტ ამერიკელობას ცდილობდა, მაგრამ დააფრთხო ისინი თავისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობით; მათ იგი გაცილებით წყნარი პერსონებით შეცვალეს. თუმცა ვითარება იქითკენ მიდის, რომ მალე ამერიკელებს საქართველოში სწორედ ფსიქიკურადარანორმალური მმართველი დასჭირდეთ. 

ამიტომ მორიგი „რევოლუცია“ საქართველოში სულაც არ არის გამორიცხული. ჩვენი ქვეყნები საფრთხეშია! ნებისმიერ მასშტაბურ დესტაბილიზაციას სისხლისმღვრელი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რომელიც მთელ რეგიონს მოედება! მორიგი „რევოლუციები“ თვით ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობას ემუქრება!ადამიანებო, ფრთხილად იყავით!” 9 1.2.1.1. "საქართველო და მსოფლიო" (Gეწორლდ.გე) “საქართველო და მსოფლიო” გაზეთის სახით 2009 წლიდან გამოდის. აქვს სამენოვანი ვებგვერდი Gეწორლდ.გე, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია რამდენიმე ორგანიზაციის ბანერი, მათ შორისაა - “გლობალური კვლევების ცენტრი”, “ისტორიული მემკვიდრეობა”, “მედიანიუსი” და “ბაკურ სვანიძის ინტერნეტ ტელევიზია”. გამომდინარე იქიდან, რომ ამავე ორგანიზაციების საიტებზე Gეწორლდ.გე-ის ბანერი არის განთავსებული, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია სწორედ Gეწორლდ.გე- ს პარტნიორია. არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევის „ანტიდასავლური პროპაგანდა“ 10 თანახმად, Gეწორლდ.გე იმ გამოცემებს შორისაა, რომელიც ყველაზე ხშირად ახდენს ანტ-დასავლური განწყობების ტირაჟირებას. 

geworld.ge გამოირჩევა ჰომოფობიური, ქსენოფობიური მასალებით11 . აქტიურად აშუქებს სწორედ “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრთა აქტივობებს. იწვევს მათ სხვადასხვა საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად და უთმობს ტრიბუნას საკუთარი აზრების გავრცელებისთვის. გამოცემის მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია. 

ამავე შემოქმედებით კავშირში კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ- დასავალი”, Gეორგიანთიმეს, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა. საქინფორმი როგორც Gეწორლდ.გე-ის, ისე “საქინფორმის” დომენი “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. 

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაექვემდებარა და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა. გამოცემის რედაქტორი და მფლობელი არნო ხიდირბეგიშვილია. კონტენტის თვალსაზრისით, საქინფორმიც Gეწორლდ.გე-ის ხაზს ატარებს - უწევს ტირაჟირებას ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მოსაზრებებს. 

მათ მიერ მომზადებულ მასალებში ჭარბობს ანტი დასავლური განწყობები. “საქინფორმითა” და Gეწორლდ.გე-ით ფაქტობრივად ერთი და იმავე მესიჯების ტირაჟირება ხდება12 . ამავე მესიჯებს ავრცელებს თავად რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილიც, რომელიც ხშირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორც საქინფორმისა და Gეწორლდ.გე-ის, ისე საკუთარ საიტზე წწწ.არნოხიდი.ცომ. აღნიშნული ვებგვერდები ორენოვანია - მასალები ქართულ და რუსულ ენაზე ქვეყნდება. 

გულბაათ რცხილაძე და არნო ხიდირბეგიშვილი, 9 მაისი, 2015 18 „საქინფორმის“ პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. არნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე წწწ.იარეხ.რუ, რომელიც “საქინფორმის” პარტნიორია. 

მისი ბანერი „საქინფორმის“ ვებ გვერდზეა განთავსებული. ღეხ-ს კი საქინფორმის ბანერი აქვს გამოქვეყნებული. ღეხ-ის კონტენტიც ანტი-დასავლური განწყობებით გამოირჩევა. ღეხ -ის რედაქტორი მოდესტ კოლეროვია, რომელიც პარალელურად 2002 წლიდან არის საინფორმაციო სააგენტოს ღეგნუმ.რუ-ს დამფუძნებელი და რედაქტორი. კოლეროვი ცნობილია როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. კოლეროვი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა ”ფერადი რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არნო ხიდირბეგიშვილი, 2015 19 რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კოლეროვის გათავისუფლებისას “კომერსანტი” წერდა, რომ ”მან აქტიური საქმიანობა წამოიწყო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში, კერძოდ საქართველოში, დნესტრისპირეთში და ესტონეთში, თუმცა ამან ვერ შეუწყო ხელი [მათი] ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან.” საქართველოს გარდა ღეხ-ს პარტნიორი მედია საშუალებები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს. მათ შორისაა ყაზახეთში - ИА ღEX, ბელორუსიაში - ინფორმაციული ანალიტიკური პორტალი წწწ.იმპერიყა.ბყ და სამხედრო პოლიტიკური წწწ.ბელვპო.ცომ, აგრეთვე ახალი ფედერალური ინიციატივა წწწ.ნსი-პრესს.რუ, პოლიტიკური ინტერნეტ ტელევიზია წწწ.კრემლ.ტვ და ინტერნაციონალური რუსეთი (წწწ.ევრაზსოჯუზ.რუ). „საქინფორმის“ პარტნიორია „ობიექტივიც“. 

მისი გადაცემების მოსმენა როგორც ტელეეთერით, ისე რადიოთია შესაძლებელი. „მედია კავშირი - ობიექტივი“ ოფიციალურად 2010 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ირმა ინაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ (ის პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა) „ობიექტივიც“ ოფიციალურად დატოვა. არხს რამდენიმე ათეული წამყვანი ჰყავს, რომელიც სურვილისამებრ არჩევს თემას და ფორმატს. 

„ობიექტივი“ სხვდასხვა ტიპის მონიტორინგის ანგარიშში ხვდება, როგორც მოდესტ კოლეროვი  სიძულვილის ენის, ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების გამავრცელებელი მედიასაშუალება საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“ “ივერიონი” 2012 წლის შემოდგომაზე დაფუძნდა, მანამდე “ივერიონი” არსებობდა სააგენტო “ივერონის” სახელით, რომლის დამფინანსებელიც რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა იყო. სააგენტო “ივერონს” “ივერიონის” მსგავსად ნუგზარ ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. საინფორმაციო სააგენტო “ივერიონის” დირექტორი, დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელი არის ნუგზარ ნაჭყებია, სააგენტოს დარჩენილ 50%-ს კი მალხაზ ონიანი. ნუგზარ ნაჭყებია ასევე არის საგამომცემლო სახლ “ინოვაციას” 90% წილის მფლობელი და 2010 წელს შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია “ივერონის” დამფუძნებელი. 2012 წლის 29 ოქტომბერს “ივერიონმა” თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ახსნილია მიზეზები, თუ რატომ შეიცვალა “ივერონმა” სახელი და რატომ შეიქმნა ახალი სააგენტო “ივერიონის” სახით. ამ წერილის მიხედვით, „ივერონი“ მინდია გულუასთან ასოცირდებოდა, რის გამოც პრობლემები ექმნებოდათ. 

ამიტომ ჩამოაყალიბეს "ივერონის" ტყუპისცალი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი". ნაჭყებია ხშირად ჩნდება Gეწორლდ-ის ვებ გვერდზე და სხვდასხვა მოვლენებს ზაურ ნაჭყებია 21 აფასებს, მაგალითად, 2013 წელს გამოქვეყნებულ მასალაში „ფრთხილად, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით!“ ნაჭყებია ანტი-თურქულ ნარატივს ავითარებს და ამბობს, რომ მასობრივი ხასიათი მიეცა ადგილობრივი ახალგაზრდების სხვადასხვა „ორგანიზაციებში“ გაწევრიანებას, რომელიც თურქული კაპიტალით ფინანსდება და რომლის მიზანი სწორედ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაღვივებაა. 

თუმცა არ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები