0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ პარტნიორებში დარწმუნებული ხართ, გააფორმეთ კონტრაქტები და წამოიწყეთ ახალი საქმეები. აგრეთვე კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაოს შესასრულებლად. 

კურო
კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის გასაღრმავებლად ან ახალი პროფესიის შესასწავლად. აგრეთვე, გადაწყვეტილების მისაღებად, თუ სად გააგრძელოთ სწავლა. 

ტყუპი
სამსახურის საქმეები კარგად მიგდით. აი, პირად ურთიერთობაში კი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ კამათს, პროვოკაციულ ქმედებებს. 

კირჩხიბი
გული ნუ დაგწყდებათ, თუ საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის სათანადო შექებას ვერ დაიმსახურებთ. შეგიძლიათ ხელფასის მომატების მოთხოვნით მიმართოთ უფროსს. საღამო ოჯახში, შვილებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
კარგი დღეა ახალი საქმეების, დიეტის დასაწყებად. აგრეთვე, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. მოინდომეთ, რომ მავნე ჩვევისგან (სიგარეტი, ალკოჰოლი) გათავისუფლდეთ. 

ქალწული
დღეს მეტად აქტიური ხართ და ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. 

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანის გულის მოგებაც არ გაგიჭირდებათ. 

მორიელი 
მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ გულითად საუბრებს, განსაკუთრებით შემთხვევით ადამიანებთან. ახლობლების მიმართ მეტად თბილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. 

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, მაგრამ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. მის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. 

თხის რქა
კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად, საინტერესო ადამიანების გასაცნობად. ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას, საჭირო ამბების გასაგებად, გარჯა მოგიწევთ.

მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით, - ყველაფერი უნდა დააგემოვნოთ, შეიგრძნოთ, მოისმინოთ. 

თევზები
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეგობრებთან და ნათესავებთან. საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. მოსალოდნელია გულითადი საუბრებიც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები