0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინა სუბლატი: ვალდებულებაა, რომ ეს პოსტი ყველამ დააშეაროს ვისაც საქართველო ოდნავ მაინც უყვარს

მომღერალი ნინა სუბლატი,რომელიც საქართველოს "ევროვიზია 2015"-ზე წარადგენს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: 

 ვალდებულებაა, რომ ეს პოსტი ყველამ დააშეაროს ვისაც საქართველო ოდნავ მაინც უყვარს და თუ საქართველო არა მაშინ მე )) და აი! მოგვიახლოვდა ეს დღე, რომელსაც ასე ელოდით და მეც გელოდებით თქვენ)) იმიტომ რომ, თუ არ იქნება თქვენი მხარდაჭერა, არ იქნება საქართველო ევროვიზიაზე! დღეს იმართება პირველი ნახევარ ფინალი, რომელსაც მე, ნინა სუბლატი, მე-16 ნომრით დავხურავ. ვეცდები მარტივად აგიხსნათ ის წესები, რომლებიც დაგეხმარებათ ხმის მიცემის ინფორმაციის გაგებაში. მოკლედ: ქართველო ემიგრანტებო!!! ევროვიზიის კონკურსს აუცილებლად უნდა უყუროთ იმ ქვეყნის სამაუწყებლოზე, რომელშიც იმყოფებით!!! დაივიწყეთ პირველი არხი, რადგან ყველა ქვეყანაში ცხადდება სხვა და სხვა ხმის მისაცემი კოდი და თუ მაგალითად მე ვარ საბერძნეთში, ვუყურებ პირველ არხს და პირველი არხის ნაჩვენები კოდით ვამესიჯებ, ჩემი ხმა გაბათილებულია! ასე რომ, იყავით ყურადღებით! როგორც ვთქვით: უყურეთ იმ ქვეყნის არზს, რომელშიც იმყოფებით და ისარგებლეთ მათ მიერ ნაჩვენები კოდით! კოდი ანუ ხმის მისაცო ნომერი ჯერ ცნობილი არ არის და ის მხოლოდ კონცერტის მსვლელობის დროს გამოცხადდება! კონცერტის დაწყების დრო ყველგან სხვა და სხვაა დროის სარტყელის გამო თორე კონცერტი პირდაპირი ჩვენებაა! საქართველოში საღამოს თერთმერზეა, ავსრტიაში საღამოს 8 ზე, მოკლედ ეგეც იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომელშიც იმყოფებით. ახლა უშუალოდ ხმის მიცემა: დღევანდელ კონცერტზე, ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ 20 ქვეყანას! ეს ინფორმაცია მოცემულია ფოტოზე და გთხოვთ კარგად გადახედეთ. ფინალში გადასვლის შემთხვევაში ხმის მიცემას შეძლებს 40ვე მონაწილე ქვეყანა. თითო ნომრიდან ანუ თითო სიმ ბარათიდან შეგიძლიათ გააგზავნოთ 20 ესემესი ან 20 ზარი! ანუ სულ ერთ ნომერს 20 ხმის მიცემა შეუძლია! ხმის მისაცემად მოცემულია კონცერტის, ანუ ჩემი გამოსვლის დასრულების შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი და პირადი გამოცდილებით გირჩევთ: ვინც ხმის მოცემას აპირებს, რეკვა ან დამესიჯება დაიწყეთ დროის ათვლისთანავე! არ დაელოდოთ ბოლო წამებს!!! მგონი სულ ეს არის. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, კითხვა დასვით კომენტარებში და ვეცდები გიპასუხოთ. იმედია ყველა მზადყოფნაშია და იმედია, რომ ის დიდი შრომა, რაც ჩავდე ამ ნომრის მომზადებაში და საქართველოს ღირსსეულად წარსდგენაში, წყალში არ ჩამეყრება და მართლა მისცემთ ხმას თქვენს ქვეყანას გელოდებით დღეს საღამოს! საქართველოში გადართეთ პირველ არხზე! 23:00 საათზე დაიწყება შოუ, რომლითაც ყველა იამაყებთ!  არ დაგავიწყდეთ და სვეწკობა და კაი ტიპობა არ დაიწყოთ არავინ: წაიკითხე - დააშეარე ეგრევე! სიყვარულით ნინა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები