0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყვითელი ავტობუსის კონტროლიორით უკმაყოფილო ფეხმძიმე გოგონას წერილი ITV.GE-ს რედაქციას

 სიახლე აღარ არის ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად უფროდაუფრო იმატებს იმ თბილისელი მგზავრების სია, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ კონტროლიორების მხრიდან უხეშ მიმართვებსა თუ ქცევის ფორმებზე, რასაც არაერთხელ მოჰყოლია საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება და კონფლიქტი, ტრაგიკული შემთხვევებიც კი, მგზავრ-მოქალაქესა და კონტროლიორს შორის...არავინ იცის,რის მიხედვით არჩევენ ამ ადამიანებს დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, თუმცა ერთი რამ კი უდავოა, ყველა მათგანს დასახვეწი აქვს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციები, მგზავრებთან მიმართებაში. ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს პირად მეილზე უამრავი წერილი მიუღია უკმაყოფილო მგზავრებისგან, თუმცა რედაქციაში შემოსულმა ბოლო წერილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ავტორი სახელსა და გვარს შეგნებულად არ ასახელებს..
"ბოლო ორი წელია ყვითელი ავტობუსით  აქტიურად მიწევს მგზავრობა, რადგან ტერიტორიულად ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც მხოლოდ ავტობუსი მიდის. კონცდუქტორების მხრიდან უხეშობის ფაქტის მომსწრე ძალიან ბევრჯერ გავმხდარვარ,თუმცა ბოლო ფაქტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.  7 თვის ფეხმძიმე ვარ,როდესაც სამსახურში მივდივარ ან უკან ვბრუნდები ,რათქმაუნდა პიკის საათებია და ავტობუსებში ტევა არ არის, სწორედ ერთ-ერთ ასეთ დღეს, ავედი ავტობუსში და  იმ ადგილას დავდექი ,სადაც ბილეთის ასაღები ყუთია მოთავსებული, ჩავეჭიდე  მას , რომ არ წავქცეულიყავი და ჩანთიდან ბარათის ამოღება დავიწყე , უცებ მესმის კონტროლიორის ხმა :"გოგონა ბილეთი" თავი ავწიე და ვხდავ,რომ კონტროილიორი კომფორტულად არის მოთავსებული იქვე განლაგებულ სკამზე და რათქმაუნდა "მისი სავარძლის " დათმობას არ აპირებს, წინ პენსიონერი ბებო ზის , ჩანთებით და ათასი წვრილმანით დატვირთული და მეუბნება " მოდი ბებო დაჯექი", რაზეც რასაკვირველია უარი ვუთხარი.. მომდევნო გაჩერებაზე ამოვიდა  ორი ახალგაზრდა ბიჭი,რომლებსაც "ჩვენმა" კონდუქტორმა იმავე ტონალობით მიუთითა ბილეთის აღება, ბიჭებმა აიღეს ბილეთი, თუმცა როგორც კი დამინახეს ფეხმძიმე როგორ ვედექი "ბატონი" კონდუქტორის თავთან გადაჭედილ ავტობუსში , ჯერ მიუთითეს, რომ ფეხმძიმე ფეხზე იდგა, რაზეც კონდუქტორმა წარბი არ შეიხარა, შემდეგ კი უკვე ჩხუბზე გადავიდნენ, იძულებული გავხდი ადრე ჩამოვსულიყავი, რადგან თავი უხერხულად ისევ მე ვიგრძენი.. ეს არ არის პირველი ფაქტი და დარწმუნებული ვარ , არც უკანასკნელი,იქნებ აქვთ კონდუქტორებს მგზავრების ადგილზე ჯდომის უფლება და მე არ ვიცი..გარდა ამისა აღიზიანებთ ისიც, რომ სწორედ ბილეთის ასაღებ ყუთთან დგახარ, თუმცა რა ვქნათ რამეს ხომ უნდა ჩავეჭიდოთ, რომ ფეხზე მაინც მყარად ვიდგეთ გადავსებულ ავტობუსში,რომელიც ნახევარ საათში ერთხელ დადის.."
ITV.GE-ს რედაქციას იმედი აქვს ,რომ ამ წერილის შემდეგ მაინც მკაცრად  გაკონტროლდება კონტროლიორების უფლება-მოვალეობები ყვითელ ავტობუსებში და ადგილი აღარ ექნება მგზავრის უფლებების უხეშ  დარღვევას.
მგზავრ-მოქალაქეების საყურადღებოდ კი, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ცხელ ხაზზე: 293 44 44                                                                                                                                                                                                  


კომენტარები

მსგავსი სიახლეები