0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საზარელი ფაქტი გურჯაანში-მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა

საზარელი ფაქტი მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა. გავრცელებული ინფორმაციი თანახმად, მამაკაცი ბავშვებს რამდენიმე დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით მამაკაცი ბავშვებს თავის არეში ბლაგვ საგანს ურტყამდა. 

წლინახევრის, ორწლინახევრისა და 4 წლის ბიჭები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ. 

 სავარაუდო მიზეზად თუ რის ნიადაგზე უნდა გამოეხატა მამაკაცს მცირეწლოვნების მისამართით ასეთი აგრესია სოციალური პრობლემები სახელდება. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მათ სოციალური პრობლემები აქვთ. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია მოძალადეც. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები