0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

 

სააგენტოს წარმომადგენლები „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებულ ბენეფიციარებს მოინახულებენ

 

შაბათს, 16 მაისს, კომპანია „ნატახტარი“ (მის: დაბა ნატახტარი)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლებს, ასევე "საქართველოს კარიტასის" მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლებს.

 

ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსა“  და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“  აღმასრულებელი დირექტორი რევაზ ბარბაქაძე  და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე.  მემორანდუმი ფონდი ნატახტარის პროექტის -  „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში ურთიერთნამშრომლობასა და  გამართული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრები პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებულ  3 ბენეფიციარს,  სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ  ახალგაზრდებს  მოინახულებენ. ღონისძიების დასასრულს  სპეციალურად  "საქართველოს კარიტასის" მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის ქარხანაში ლიმონათის  ტური გაიმართება, რომლის დროსაც სტუმრები  ლიმონათის ჩამოსხმის სრულ საწარმოო ციკლს გაეცნობიან და სამახსოვროდ სერთიფიკატები გადაეცემათ.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო მზრუნველობაში დღეს დღეობით რამდენიმე ასეული ბავშვია. მათ შორის მცირე  საოჯახო ტიპის  სახლებში - 334 ბავშვი, მინდობით აღზრდაში- 1205. ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ბავშვი გადის სახელმწიფო ზრუნვიდან  სრულწლოვანების გამო.

 

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განახორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.33ლ; 0.5ლ; 1ლ და 2ლ).  პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები