0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" საუბრები ჭარბობს"

თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ფეისბუქის  გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

წავშალე, დავწერე, წავშალე. არადა პირობა დავდე ამ სივრცეში ისეთივე ინტენსიურობით დარჩენის შესახებ. 

არადა, დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ, რომელიც მავანთ ჩემი გონიათ, ან არც გონიათ და უბრალოდ ამბობენ, ან ხვდებიან და არ ამბობენ რომ 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ვერც იმით მივიდოდი და ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული როდესაც ერთ ერთმა იქ მყოფმა პირმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და პრაქტიკულად ძალით მომახურა ვინაიდან საოცრად ციოდა; 

იმაზე დაწერაც მინდოდა, რაც ვფიქრობ 2 ბწკარის წაკითხვით ნათელი გახდებოდა რომ რეპეტიციაზე ვიყავით და ის მშვენიერი ფოტოები რომელიც სხვა ჩემი კოლეგების დევს არაფერ შუაშია ამ ამბავთან;
უფრო კი იმის დაწერა მინდოდა, რომ ზოგიერთი პოსტის ავტორი სიმართლესთან ოდნავ მაინც ჩავლილი რომ იყოს თქვენ ამ ფოტოებს ვერასოდეს ნახავდით. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე დადებული ყოველი ფოტო, ყოველი სიტყვა კონტროლზე მექნებოდა აყვანილი, დღედაღამ იმაზე ვიფიქრებდი როგორ გამოვიყურები ამა თუ იმ ფოტოზე, ან წერტილ-მძიმე როგორ არის დასმული ამათუიმ განცხადებაში. თქვენი საყოველთაო აღშფოთების ფონზე როგორც ჩანს სამინისტროს პრეს სამსახურმა დღეს ზუსტად ისევე მოხსნა ის ფოტოები როგორც თავიდან დადეს. ალბათ, ამას უნდა უყურებდნენ და აკონტროლებდნენ ისინი ვისაც ევლალებათ და საზოგადოებასთან თუ პრესასთან ურთიერთობას აგვარებს.
თუმცა სიმართლე უნდა გაგიმხილოთ, რომ ამისთვის არ მცალია. 
სიმართლე კი ის არის, რომ დილით გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი სანამ სტუმრები მივიდოდნენ. წვიმა მოვიდა, საშინელი ქარი იყო და კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა. 
სულ ეს იყო. 
იმედი მაქვს ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან.

და კიდევ ერთი სიმართლე, რატომღაც მეგონა ამ სივრცეში მაინც დაიყრებოდა იდეები, კონცეფციები, პრობლემები, მოგვარების გზები. მაგრამ როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" (ეს სხვათა შორის თქვენზე მეტად მე მაწუხებს), ან "უიმე გრძელი საყურეები როგორც შეიძლება" (გამოგიტყდებით ძალიან მომწონს) და "მაგას რა ედარდება შვილები გახიზნული ყავს" (მართალია, შორს ვართ, აქვე ბახტრიონზე:) საუბრები ჭარბობს და კიდევ მეტი იქნება. 
მე რა ხელი მაქვს ამასთან. შეგიძლიათ მიესალმოთ ან არა ქალ მინისტრს, დაიჯეროთ ან არა რომ ხანდახან მინისტრსაც შეიძლება შესცივდეს თუნდაც ის თავდაცვის იყოს, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში იმედს არ ვკარგავ რომ პირველი აღტკინების გადავლის შემდეგ გაგახსენდებათ რომ ქართული ჯარისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ ჯანსაღი დისკუსია პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანში და დასაწყებია.
წარამატებებს გისურვებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები