0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებას მშობლიურ ქალაქშიც მიაღწევთ და საზღვარგარეთაც. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. თუმცა, მოერიდეთ უცხო ადგილებში ღამე სეირნობას. 

კურო 
დღეს ყველა სირთულეს უნდა გაუძლოთ და პატიოსანი სახელი შეინარჩუნოთ. აგრეთვე, წუთიერი გატაცების გამო იდეალებს ნუ უღალატებთ. 

ტყუპი
კარგი დღეა ახალ სახლში გადასასვლელად, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში და მზრუნველობა არ მოაკლოთ ახლობლებს. 

კირჩხიბი
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ისინი დადებითი ენერგიით აგავსებენ. 

ლომი 
გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისა და საქმეებისგან. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის მიღებას, თვითგანათლებას. 

ქალწული
ნუ ხართ ყველაფრის მიმართ კრიტიკული და პრეტენზიული. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. 

სასწორი 
შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, მაგრამ მოულოდნელი ხარჯიც გელით. ნუ აიღებთ ვალებს.

მორიელი
დღეს აუცილებლად გაგიმართლებთ თუ პირად ცხოვრებაში არა, სამსახურის საქმეებშიც მაინც. კარგი დღეა სამოსის, აქსესუარების შესაძენად. 

მშვილდოსანი 
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, გამოიძინეთ და ხშირად დაისვენეთ. 

თხის რქა

მოულოდნელი ნაცნობობა, დამეგობრება და სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება გელით. თუმცა, ასეთი ნაცნობობა დიდხანს არ გასტანს. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, გარშემო მყოფებთან. ურთიერთობისას სწორად შეარჩიეთ სიტყვები. გაუზიარეთ ცოდნა შვილებს. 

თევზები
ნუ განმარტოვდებით. შეხვდით მეგობრებს და ნათესავებს. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები