0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში მულტიბრენდული მაღაზია - Rosie იხსნება

8 მაისს, თბილისში, პუშკინის #15-ში, მულტი-ბრენდული მაღაზია - Rosie ოფიციალურად გაიხსნება. 

Rosie ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ აღიარებულ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა  Ralph Lauren Polo, Emporio Armani, Armani Collezioni, Mmissoni, რომელთაც სულ მალე დაემატება Alexander McQueen-ი და სხვა ბრენდები. 

მაღაზია თავისი კონცეფციით რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული მდიდრული და გლამურული მაღაზიებისგან, აქ ერთადაა შერწყმული ბრენდის თანამედროვე და ტრადიციული ხაზები. მაღაზიაში, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული, ქალისა და მამაკაცის კლასიკური და თავისუფალი სტილის კოლექციები იქნება წარმოდგენილი. 

“მოხარულები ვართ, რომ 8 მაისს Rosie-ს მაღაზიის გრანდიოზული გახსნის ცერემონია ჩატარდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სამოსი. Rosie მათ ტკბილეულით, შამპანურით და კოქტეილებით გაუმასპინძლდება, სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად კი Dj დავით გაბუნია იზრუნებს.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით მჭედლიძე. 

მაღაზია Rosie საქართველოში შპს “Leader System”-ის მიერ არის წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს თბილისის ცენტრში თავისუფლების მოედნის N 2 - ში მდებარე მსოფლიოში ცნობილი, ბრენდის მაღაზია Burberry-ს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები