0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ალკოჰოლსა და ტკბილეულს. 

კურო
კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების გარშემო მყოფთათვის გადასაცემად. აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად, ცოდნის გასაღრმავებლად. 

ტყუპი
ნუ გართულებთ დამოკიდებულებას სასიყვარულო პარტნიორთან. მეტად გაითვალისწინეთ გარშემო მყოფთა, კოლეგების აზრები. 

კირჩხიბი
უამრავ პრობლემასთან მარტოს მოგიწევთ გამკლავება. დღეს მიხვდებით, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა. 

ლომი
კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად, საქმიანი შეხვედრებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად. აგრეთვე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

ქალწული
ზომიერება გმართებთ ყველაფერში. მათ შორის, მუშაობაშიც. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. 

სასწორი
სიურპრიზებისა და მოულოდნელობების დღეა. ზოგიერთი ისეთ ინფორმაციას მიიღებს, რაც სრულიად შეცვლის მის ცხოვრებას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. 

მორიელი 
მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, მაგრამ დელიკატურად მიახვედრეთ, რომ ხანდახან განმარტოება გესაჭიროებათ. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. 

მშვილდოსანი
დღეს ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ. იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიოთ, მარტო ოცნება ვერ გიშველით, უნდა ამოქმედდეთ. 

თხის რქა
დღეს უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. ეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ და ყველაფერს მიაქციოთ ყურადღება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და არა სხვისი. 

მერწყული
გაუფრთხილდით კუჭს, მოერიდეთ ალკოჰოლს. გახსოვდეთ, მხოლოდ სასარგებლო საკვები და ხარისხიანი სასმელი უნდა მიიღოთ. 

თევზები
დღეს უნდა დაისვენოთ, მოიწყვეთ განტვირთვის დღე. თუ ვერ ისვენებთ, განიხილეთ, ოღონდ არ განახორციელოთ, ახალი პროექტები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები