0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს სამსახურისა და საოჯახო საქმეების მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გაისეირნეთ ბუნებაში; საინტერესო ადამიანებთან გელით ნაცნობობა. 

კურო
წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს; განახორციელეთ ახალი იდეები. ამასთანავე, დაეხმარეთ ახლობლებს პრობლემების მოგვარებაში. 

ტყუპი
გაფრთხილდით, ახალი საქმეების დაწყებისას; ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური. გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა და მათი კეთილგანწყობის დამსახურება ისედაც კარგად გამოგდით.

კირჩხიბი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის. საბუთების ხელმოწერამდე ყურადღებით გაეცანით მათ. 

ლომი
კარგი დღეა ახალი პროექტების განსახორციელებლად, კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. 

ქალწული
არ მიიბაროთ სხვისი ფული, არ ეცადოთ სხვისი საქმეების მოგვარებას. უფრო მეტიც, საკუთარ საქმეებსაც დიდი სიფრთხილით მიუდექით. 

სასწორი
ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, უძრავი ქონების გაფორმებას, უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. 

მორიელი 
კარგი დღეა სწავლისთვის. თქვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ლიტერატურა. ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ოკულტური მეცნიერებები და მუსიკა. 

მშვილდოსანი
კოლეგების მხარდაჭერით ნებისმიერი იდეის განხორციელებას შეძლებთ. ამიტომ, არ იზარმაცოთ. 

თხის რქა
შეიძლება სამსახურის, საქმიანობის შეცვლა შემოგთავაზონ. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიის ასათვისებლად. 

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. ნუ დატოვებთ მათ ბებია-ბაბუების იმედად. გამოავლინეთ პედაგოგიური ნიჭი და დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში. 

თევზები
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანო შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები