0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ ბუნებაში. უმჯობესია, გვერდით ისეთი მეგობრები გყავდეთ, ვისთანაც თავს მშვიდად გრძნობთ. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს. 

კურო 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. შვილები საკუთარი წარმატებით გაგახარებენ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ არაკეთილმოსურნეთა ქცევებს, სიტყვებს, ისინი ვერ დაგაზიანებენ. 

ტყუპი
წარმატებით დაგვირგვინდება ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და უფროსებთან. 

კირჩხიბი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. უმჯობესია, თუ ბუნებაში გაისეირნებთ. 

ლომი 
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. მეტად დაისვენეთ. მოსალოდნელია ტექნიკის დაზიანება; გარშემო მყოფებთან სიტუაციას ნუ გაირთულებთ. მოაგვარეთ ოჯახური საკითხები. 

ქალწული
გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან, მაგრამ მათი კეთილგანწყობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. 

სასწორი 
მოულოდნელი შეტყობინება დღის გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. 

მორიელი
ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება საქმეებიც გაგიფუჭოთ და დამოკიდებულებაც გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სწავლისა და საქმეების დასასრულებლად. 

მშვილდოსანი 
სიფრთხილე გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას, ახალი კონტრაქტების გაფორმებისას. დიპლომატიურად იმოქმედეთ და დაუკვირდით პარტნიორის ქცევებს, სიტყვებს. 

თხის რქა
ნუ დაკარგავთ დროს ტყუილ საუბრებზე; ნუ ეცდებით გარშემო მყოფებისთვის ჭკუის დარიგებას. დაიხმარეთ ისინი, რათა თქვენი საქმეები მოგვაროთ. 

მერწყული
დრო საოჯახო და სამსახურებრივ საქმეებზე უნდა გადაანაწილოთ. ჩამოწერეთ ყველა ვალდებულება, რათა არაფერი გამოგრჩეთ. 

თევზები
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მშობლებთან. მანდილოსნები - მამაკაც კოლეგებთან, პარტნიორებთან. საღამოს ნერვების დასამშვიდებლად მიიღეთ თბილი აბაზანა ან ბალახების ჩაი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები