0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ერთი შეხედვით, მაისი ვერძისთვის მრავლისაღმთქმელად გამოიყურება, თუმცა სამწუხაროდ, მალე მიხვდებით, რომ ბევრი იმედი ილუზორული ყოფილა…თვის პირველ ნახევარში ვერძები ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით მოჰკიდებენ ხელს და შესაშურ ენთუზიაზმსა და აქტიურობას გამოავლენენ, მათ ხომ ახლა ძალიან ბევრი ენერგია აქვთ. ეს ყველაფერი ვერძებს სამსახურში წარმატების მიღწევასა და თანამშრომელთა და ხელმძღვანელთა თვალში ავტორიტეტის ამაღლებაში დაეხმარება.ფინანსური საქმეებიც ხელსაყრელად მიდის. თუმცა ნაკლებად ჰარმონიული და წარმატებული იქნება თვის მესამე დეკადა. ამ პერიოდში შეიძლება პრობლემები წარმოგექმნათ დოკუმენტებთან დაკავშირებით, გაჭიანურდეს ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეფერხდეს დაგეგმილი მივლინების განხორციელება და ა.შ. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში პაუზა საზღვრგარეთელი პარტნიორების ყოყმანით იქნება გამოწვეული. უარეს შემთხვევაში კი, ისინი თქვენ წინააღმდეგ წამოიწყებენ თამაშს. შესაძლოა ადრე მიღწეული შეთანხმებები არსებითად გადაიხედოს. ასევე მოსალოდნელია ფინანსური ხასიათის უთანხმოებები. დაქირავებული ვერძები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ფინანსურ დოკუმენტაციასთან და ასევე, კოლეგებთან მიმართებაში. ეცადეთ მეტი ისმინოთ, ნაკლები ილაპარაკოთ, ინტრიგებში არ ჩაერიოთ და არავის მხარეს დადგეთ, რადგან ბოლოს ისევ თქვენ არ აღმოჩნდეთ გარიყული. მაისში ვერძის ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით არ გამოირჩევა. თვის განმავლობაში მოსალოდნელია როგორც დაუგეგმავი შემოსავლები, ისე გაუთვალისწინებული ხარჯები. ეს უკანასკნელი პუნქტი ძირითადად პირად ცხოვრებას მოხმარდება. შეიძლება თქვენი მატერიალური მხარდაჭერა ნათესავებსაც კი დაჭირდეთ.

ვერძების პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. ოჯახის ორივე თაობის, უმცროსი და უფროსი წევრებიც მათ ყურადღებითა და სიყვარულით ანებივრებენ. თვის მეორე დეკადაში მოსალოდნელია ერთობლივი მოგზაურობა. მაისის ბოლოს კი შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს და ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, აქ ყველაფერი რიგზე იქნება. მთელი მაისის განმავლობაში თავს მშვენივრად იგრძნობთ, თუმცა მძღოლ ვერძებს ახსოვდეთ, რომ საჭესთან მუდმივად ყურადღებით უნდა იყვნენ.

კურო

მაისში კურო თავს წარმატებული ლიდერის როლში გამოავლენს. მისი უნარი, მოვლენები თვალის ერთი შევლებით შეაფასოს და პრობლემის არსს უმალვე ჩაწვდეს, მის ქარიზმასთან და მომხიბლავობასთან ერთად, ამ პერიოდში სრულყოფილად გამოვლინდება. პროფესიული საქმეებისთვის უფრო ხელსაყრელი თვის პირველი და მეორე დეკადებია. ამ პერიოდში ბევრის მოსწრებას შეძლებთ. მოსალოდნელია წარმატებული მოგზაურობა, რომლის დროსაც კურო კარგადაც დაისვენებს და თავის ბიზნეს პარტნიორსაც შეხვდება. მთელი მაისის განმავლობაში ურთიერთობები საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან საკმაოდ წარმატებულად განვითარდება. თვის პირველ ნახევარში შეძლებთ შეთანხმებას მიაღწიოთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია გაწუხებდათ. სამაგიეროდ, არც ისე კარგი დროა მაისის უკანასკნელი დეკადა. საქმეები ჭიანურდება, ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობა გიფუჭდებათ. მოსალოდნელია უსიამოვნებები ფინანსური საკითხების მოგვარებისასაც. თვის პირველ ნახევარში შემოსავლები ხარჯებს ძლივს ეწევა, შესაბამისად ფინანსური მდგომარეობა სტაბილური არ იქნება. 3, 9, 15 და 25 მაისს ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით. არის ფულის მოპარვის ან დაკარგვის ალბათობა. თვის მეორე ნახევარში ანაზღაურების გადახდები შეიძლება დააგვიანონ.

კუროს პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, თვის პირველ ნახევარში მის ოჯახშისრული ჰარმონია სუფევს. მაისის მეორე ნაწილში კი მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა ნათესავებთან კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ. მდგომარეობა ზაფხულის შუა პერიოდისთვის დარეგულირდება, მანამ კი პრობლემასთან გამკლავება ქცევის სწორი მეთოდის შერჩევით უნდა სცადოთ. 


ტყუპები

მაისში ტყუპებს ჰაერივით სჭირდებათ სუფთა ჰაერი. ეცადეთ ეს თვე ზოგიერთი, არც ისე გადაუდებელი პრობლემის დასაიგნორებლად გამოიყენოთ, გაექცეთ რუტინას და კითხვებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ და ემოციურ წონასწორობას გირღვევთ. მაისში  პროფესიულ ასპარეზზეც მკვდარი სეზონია. თვის პირველ დეკადაში ტყუპებს შვებულების აღებაც კი შეუძლიათ, რათა ლოდინში დრო ტყუილად არ დახარჯონ. ჯობს დაისვენოთ და პრობლემებსა და საფიქრალს გაერიდოთ. თვის მეორე ნახევარში მაინც მოგიწევთ საქმესთან მიბრუნება, თუმცა ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გეგმავდით. შესაძლოა ამ დროისთვის დაგროვილი იყოს საქმიან პარტნორებთან დაკავშირებული პრობლემები და თქვენ რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება მოგიხდეთ. ვარსკვლავები სიფრთხილისა და დიპლომატიის გამოჩენას გირჩევენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიტუაციის დრამატიზების მცდელობა უკურეაქციას გამოიწვევს და საბოლოოდ, ვერც ვერაფერი მოგვარდება და სიტუაციაც გაუარესდება. მხოლოდ მაისის ბოლოს არის მოსალოდნელი პრობლემების გადაჭრა, ამიტომ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, უბრალოდ ნელნელა ეძებეთ თქვენთვის მაქსიმალურად მისაღები გამოსავალი. მაისში არც ტყუპების ფინანსური მდგომარეობა იქნება სტაბილური – ფული როგორც იოლად მოდის, ისევე იოლად და თითქოს უშედეგოდ იხარჯება. თუმცა დაუგეგმავი ხარჯებიც არ გექნებათ და არც მთლად უფულოდ ყოფნა მოგიწევთ. 12-დან 16 მაისამდე ძალიან დიდი არა, მაგრამ იმ მომენტისთვის თქვენთვის მნიშვნელოვანი ოდენობის შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი.

საკმაოდ გადატვირთული თვეების შემდეგ ტყუპებს მიეცემათ ოჯახურ წრეში დასვენებისა და ახლობელი ადამიანებისთვის ყურადღების მიქცევის შესანიშნავი საშუალება. თვის პირველი დეკადა ხელსაყრელია პირადი ცხოვრების მისახედად, რადგან ამ პერიოდში სამსახური მთელ თქვენ დროსა და ენერგიას არ მოითხოვს. მიუძღვენით ეს დრო საყვარელ ადამიანს, გაემგზავრეთ მასთან ერთად დასასვენებლად – ეს აუცილებლად განამტკიცებს თქვენს სიყვარულს. თუ წყვილს ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს, მათ შორის ნეგატივი კიდევ უფრო გამძაფრდება. ეცადეთ კამათის დროს გრძნობებს გასაქანი არ მისცეთ, რადგან საყვარელ მეუღლესთან შერიგების საქმეში ეს ნამდვილად არ დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ წინ რთული პერიოდი გელით, რადგან მაისის თვეში ტყუპებზე სატურნი ზემოქმედებს, რაც განშორების კატალიზატორი შეიძლება აღმოჩნდეს. 


კირჩხიბი

მაისში წარმატება მეტწილად კირჩხიბის მხარესაა, თუმცა თვის მეორე ნახევარი მისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იქნება. თვის პირველი და მეორე დეკადები შესანიშნავი დროა მეგობრებთან და იმავე დროს ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრების გასამართად. ამ პერიოდში გაიჩენთ ახალ, პერსპექტიულ ნაცნობებს და დაამყარებთ სასარგებლო კავშირებს, რაც სამომავლოდ ბიზნესის განვითარებასა და საქმიანი კონტაქტების გაფართოებაში დაგეხმარებათ. კირჩხიბები ისარგებლებენ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მცხოვრები პარტნიორებისა და კოლეგების მხარდაჭერითაც. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება, რომლის დროსაც ბიზნესის გაფართოებისა და განმტკიცების მიმართულებით დასახულ მიზანთან ძალიან ახლოს მიხვალთ. თვის მეორე ნახევარში ბიზნესმენ კირჩხიბებს გუნდთან დაკავშირებით ექნებათ პრობლემები, არ არის გამორიცხული კონფლიქტების წარმოშობაც. თქვენი ქვეშევრდომები სრული ძალით არ მუშაობენ და ამის მიზეზი შესაძლოა მათი არაეფექტური მოტივაციაა. მოემზადეთ შემოწმებებისთვის, რაც სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანოებმა შეიძლება მოულოდნელად მოგიწყონ. მოსალოდნელია პრობლემები და ინტრიგები გუნდის შიგნით და თუ ასეც მოხდა, ეცადეთ განზე გადგეთ და ფუჭი საუბრებისთვის მიზეზი არავის მისცეთ. მაისი ბოლოს და ივნისის დასაწყისში კირჩხიბის ბიზნეს პოზიციები არც ისე მყარია, ამიტომ ეცადეთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან ამოცანებს ამ პერიოდში არ შეეჭიდოთ. მისი ფინანსური მდგომარეობაც ცოტათი გაუარესდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მაისში მოიკლებს შემოსავლები, ხარჯები კი მკვეთრად გაიზრდება. ასეთი სიტუაცია ივნისის შუამდე გაგრძელდება და ამიტომ ეკონომიურად ცხოვრებისთვის მოემზადეთ.

მაისში კირჩხიბის გრძნობები უკიდურესად გამძაფრებულია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიყვარული და გაგება სწყურიათ. თუმცა მათი პარტნიორები სწორედ ამ პერიოდში არ არიან მზად კირჩხიბებისთვის საკმარისი დროის გამოსაყოფად, თანაც შესაძლოა უხეშობა და სიმკაცრეც გამოიჩინონ. მაისის მესამე დეკადაში ნათელი მოეფინება ისეთ საიდუმლოს, რაც ურთიერთობის განმტკიცებას კიდევ უფრო რთულს გახდის. ამრიგად, გინდათ თუ არა, მოგიწევთ ახლავე დაფიქრდეთ, რამდენად პოზიტიურად შეიძლება თქვენი მომავალი ურთიერთობები განვითარდეს და საერთოდ გინდათ თუ არა ეს. 


ლომი

მაისის ჰოროსკოპი მოწმობს, რომ ლომის გამბედაობა და მიზანსწრაფულობა ამ თვეში სრულფასოვნად გამოვლინდება. თქვენ იოლად უმკლავდებით პრობლემებს, რომელთა ნაკლებობასაც არ უჩივით. თვის პირველ ნახევარში ლომების საქმეები წარმატებული იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენელთა პოზიციები ძალიან მტკიცეა და ნერვიულობისთვის საბაბი არ გააჩნიათ. სიტუაცია თვის მეორე ნახევარში შეიცვლება, როცა კოლეგებისა თუ პარტნიორების წრეში ინტრიგები მომწიფდება და საქმე შესაძლოა კონფლიქტამდეც მივიდეს. გამორიცხული არ არის სერიოზული ჩხუბი, რაც გუნდს ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფს. ეცადეთ დაძაბულობა ისე დაარეგულიროთ, რომ მინიმალურად გაერიოთ ინტრიგებში. გარკვეული დროის განმავლობაში სიტუაცია თვითდინებაზე მიუშვით, შესაძლოა ყველაფერი თავისთავად დალაგდეს კუთვნილ ადგილებზე. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ეცადეთ ყველაფერში მშვიდად გაერკვეთ. ვარსკვლავები ხელმძღვანელ ლომებს თანამშრომლებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევენ. მაისში ლომის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. მოსალოდნელია საკმაოდ სერიოზული თანხის მიღება, რასაც რამდენიმე თვეა ელოდით. მაისის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების პრობლემებთან დაკავშირებული მსხვილი ხარჯის გაწევა მოგიხდებათ.

2015 წლის მაისის ჰოროსკოპი პირადი ცხოვრების ასპარეზზე ლომს მუდმივ არასტაბილურობას და ნერვიულობას უქადის. რთული სათქმელია, როგორ განვითარდება გნებავთ ახლად დაწყებული რომანი და შესაძლოა ოჯახური ურთიერთობებიც კი. შეყვარებული ლომებისთვის განსაკუთრებით რთული თვის მეორე ნახევარი იქნება. სიყვარულის პირველმა ხიბლმა უკვე გადაგიარათ და თქვენც და თქვენი პარტნიორიც ახლა ერთმანეთის დადებით და ნეგატიურ თვისებებთან გაცნობის ეტაპზე ხართ. ლომები დაფიქრდებიან, უნდათ თუ არა საერთოდ ასეთი ურთიერთობის გაგრძელება თუ დროა, ყველაფერს წერტილი დაუსვან. სწორი არჩევანის გაკეთებაში გულის კარნახს უნდა მიუგდოთ ყური. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაცია მოგვარდება და თქვენ მარტო არ დარჩებით. მთავარია, ეს მძიმე თვე როგორმე მშვიდად გადაიტანოთ. საბედნიეროდ, ამ თვეში ლომების ენერგეტიკა ღირსეულ ნიშნულზეა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაინც არ მოუხდებათ.

ქალწული

თვის პირველ ნახევარში ქალწულებს მოულოდნელი და საინტერესო მოვლენების მთელი კალეიდოსკოპი ელით. მომავალს რწმენით უნდა უყუროთ და თქვენთვის ჩვეული ოპტიმიზმიც შეინარჩუნოთ – ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ხომ წინ გელოდებათ. ქალწულს უამრავი დიდი პოტენციალის მქონე იდეა უტრიალებს თავში, ამიტომაც თვის პირველ დეკადებში მზადაა მთები აატრიალოს. ამ პერიოდში მოსალოდნელია მივლინებები, საინტერესო და საჭირო ადამიანებთან შეხვედრები, რაც სასარგებლო ნაცნობობებს მოგიტანთ და მრავალ პროფესიულ საკითხის წარმატებულად მოაგვარებს. თქვენი შრომითი აქტიურობის ტემპი თვის მეორე ნახევარში ცოტა შემცირდება. ამ პერიოდში ახალ პრობლემებს შეიძლება წააწყდეთ. მოგიწევთ მათთან შებრძოლება და ამას დაახლოებით თვე დასჭირდება. მაისი ქალწულისთვის საკუთარ შეცდომებზე მუშაობის თვეა და უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესანიშნავად გამოუვა. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ მეგობრების მიმართ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში – ისინი არც ისე საიმედონი შეიძლება აღმოჩნდნენ, ვიდრე თქვენ ელოდით. დაქირავებულმა ქალწულებმაც გულდასმით უნდა აკეთონ თავიანთი საქმე, რადგან ამ პერიოდში მათ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ქალწულის ფინანსური მდგომარეობამაისში დამაკმაყოფილებელი იქნება, გაუმჯობესდება კიდეც წინა თვეებთან შედარებით. თუმცა ეს გაუმჯობესება იმ დოზით არ იქნება, რომ  ხელი ფართოდ გაშალოთ. ქალწული ისედაც მომჭირნე ნატურაა და ამ თვეში ბიუჯეტისთვის გულდასმით თვალყურის დევნება არ გაუჭირდება.

ოჯახურ მდგომარეობას ამ პერიოდში უღრუბლოს ვერ დავარქმევთ, ადრე ცხოვრება გაცილებით იოლი იყო. მაისში ახლობელ ადამიანებთანაც კი კონფლიქტებია მოსალოდნელი. თვის მეორე ნახევარში კამათი ხშირად ჩხუბში გადაიზრდება. სრულიად მოსალოდნელია, ოჯახის რომელიმე წევრს სერიოზული პრობლემები შეექმნას და თქვენც უნებლიედ საქმეში აღმოჩნდებით ჩართული. თვის  მეორე ნახევარი რთული იქნება შეყვარებული წყვილებისთვისაც. დაფიქრდით, იქნებ სჯობს ურთიერთობაში უფრო ღრმად შეტოპვამდე კარგად დაფიქრდეთ. გადაწყვეტილების მიღება მთლიანად თქვენზე იქნება მონდობილი, ამიტომ პასუხისმგებლობის ტვირთი დაგამძიმებთ. ბავშვებიც თქვენს იმედებს არ ამართლებენ, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – მათაც რთული ასაკი აქვთ. სამაგიეროდ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მაისში ქალწულს არაფერი ემუქრება, რომ დასჭირდეს, მთებსაც კი გადააბრუნებს, იმდენად მაღალია მისი ენერგეტიკა.

სასწორი

მაისი სასწორებისთვის პროგრესისა და წინსვლის თვეა. თუმცა ძალიან ნელა, დაფიქრებით უნდა იმოქმედოთ. წინაც მოკლე ნაბიჯებით ივლით, თითოეულ მოქმედებაზე ბევრს იფიქრებთ და ნიადაგსაც გულდასმით შეამოწმებთ, თუმცა მიზანმდე აუცილებლად მიხვალთ. თვის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები პრაქტიკულად არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ თავს ცოტა დასვენების უფლებაც კი მისცეთ. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრები პარტნიორები ისე სულაც არ იქცევიან, როგორც თქვენ ელოდით, ამიტომაც მათთან ურთიერთობაში მთელი თქვენიდიპლომატიისა და მოთმინების ჩადება დაგჭირდებათ. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბიზნესმენებსა და მაღალი რანგის მენეჯერებს მრავალი შემოწმება ელოდებათ, რაც დაახლოებით 1-2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ ეცადეთ წინასწარ მოაწესრიგოთ ყველა საქმე თუ დოკუმენტი. დაქირავებულ სასწორებს თანამშრომლებთან პრობლემები შეექმნებათ, თუმცა ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ შემოტრიალდება. სასწორის ფინანსური ჰოროსკოპი მაისში არასტაბილურია. ამ თვეში მუდმივად იზრდება თქვენი ხარჯები, შემოსავლები კი აღარ გყოფნით.

თვის პირველ ნახევარში სასწორს, ბოლოს და ბოლოს, საყვარელ ადამიანებთან და ბავშვებთან დროის გატარების საშუალება მიეცემა. ეს მცირედი თავისუფალი დრო შეგიძლიათ ოჯახს დაუთმოთ და ნდობის, ბედნიერებისა და სიყვარულის ატმოსფეროში ჩაიძიროთ. მაისის მეორე ნახევარში ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ და სიტუაცია, სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე დაძაბული იქნება. 


მორიელი

მაისში მორიელი იგრძნობს, რომ აუცილებელია წარსულში დაბრუნება, რათა სამომავლოდ გამოსადეგ გაკვეთილებს კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდეს. კარგი დროა, რათა უფროს მეგობრებს რჩევისთვის მიმართოთ. მაისი მორიელისთვის ბიზნეს ასპარეზზე საკმაოდ ხელსაყრელი თვე იქნება. საქმეებში ახლო მომავალში საგრძნობი პროგრესი დაფიქსირდება. მართალია, ნებისმიერ საქმეში არის მომენტები, როცა ბევრი რამ ერთად ფერხდება და იწყებთ ფიქრს, სწორ გზაზე დგახართ თუ არა და რამდენად შეესაბამებიან თქვენი გუნდის წევრები თქვენს გაქანებას. სწორედ, ასეთი ფიქრები ეწვევა მორიელს მაისის თვეში. თვის პირველ დეკადაში სასარგებლო მივლინება გექნებათ, სადაც ბევრ გავლენიან ადამიანს გაიცნობთ, დროსაც მხიარულად და ნაყოფიერად გაატარებთ. თვის ბოლოს კი, სავარაუდოდ მრავალი წვრილმანი პრობლემა გელოდებათ. კერძოდ, დიდია პარტნიორებთან საკამათო სიტუაციების შექმნის ალბათობა. ჩვეულებრივ, მთავარი საკითხი ფული და სხვა მატერიალური ფასეულობებია. ერთ მომენტში თქვენი პარტნიორების თავხედური მიდგომა გაიძულებთ მთელი თქვენი საბრძოლო უნარ-ჩვევები მოიკრიბოთ და საკუთარი პოზიციები და შემოსავლები დაიცვათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტუაცია მხოლოდ ივლისის ბოლოს მოგვარდება. მორიელის ფინანსური მდგომარეობაც არასტაბილურია. ფული მუდმივად გადის თქვენი ჯიბიდან, ეს ან პარტნიორების საქმიანი პოზიციის გამოა ან ბიზნესში მოსალოდნელზე მეტი ფინანსების ინვესტირება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით თვის მეორე ნახევარში. მაღალია ქურდობისა და დანაკარგების ალბათობა, განსაკუთრებით ბიზნესის სამყაროსთან დაკავშირებული მორიელებისთვის.

დაოჯახებული წყვილების ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდება. მაისის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წარმატებული მოგზაურობა, რომლის დროსაც ძველ მეგობრებსაც შეხვდებით. თვის მეორე ნაწილში შეყვარებულ მორიელებს პარტნიორის მხრიდან იმედგაცრუება ელით. აღმოჩნდება, რომ თქვენ ამ ურთიერთობისგან უფრო მეტს ელოდით, ვიდრე ახლა გაქვთ. შესაბამისად, დადგებით არჩევანის წინაშე – დატოვოთ ყველაფერი როგორც არის, თუ სიტუაციის გამოსწორებამაინც სცადოთ. დაოჯახებულ მორიელებს ნათესავებთან ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებათ. მოსალოდნელია გაუგებრობები, განსაკუთრებით, თუ თქვენი ოჯახის წევრები რაღაც საერთო საქმით არიან დაკავებულნი. მორიელის ჯანმრთელობა მაისის თვეში მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნება. განსაკუთრებით გაუჭირდებათ ქრონიკული ავადმყოფობებით დაავადებულებს. ახალგაზრდა მორიელებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან მუდმივი ამქვეყნად არაფერია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მუდმივად ჰგონია, რომ დრო არ ჰყოფნის, მისი ოცნება სადღაც იკარგება, ამიტომაც უნდა იჩქაროს. ვარსკვლავები კი ამ ნიშნის წარმომადგენლებს პაუზის აღებას და ყველაფერზე გულდასმით დაფიქრებას ურჩევენ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ შეიმუშავოთ გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალში იმოქმედებთ. მაისის თვე ისე სულაც არ ჩაივლის, როგორც თქვენ ვარაუდობდით. დაგეგმილი მივლინება შეიძლება გადაიდოს ან სულაც ჩაიშალოს. მაღალია საქმიან პარტნიორებთან დაპირისპირების ალბათობა, რაც საბოლოოდ სერიოზული კამათით შეიძლება დასრულდეს. რთული განსასაზღვრი იქნება, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ნათელია მხოლოდ ერთი რამ: თქვენ ყველა ძალითა და საშუალებით უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიციები და არ დაემორჩილოთ ადამიანს, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევადთქვენს გამოყენებას ლამობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ მაინც მიაღწევს თქვენსას, თუმცა ამისთვის დაახლოებით 2 თვე დაგჭირდებათ. მიზანი მცდელობად და შრომად ღირს, ამიტომ ეძებეთ არგუმენტები, განამტკიცეთ ისინი ფაქტებით და გამოიჩინეთ მოთმინება. სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრები პარტნიორები თქვენი საიმედო დასაყრდენია და წარმატება სწორედ მათთან ურთიერთობიდან გაგიღებთ კარს. მშვილდოსნის ფინანსური მდგომარეობა ამ მომენტში რთულად მიიჩნევა სტაბილურად. ფული ხან ბიზნეს საჭიროებებისთვის, ხან კი პირადი საქმეებისთვის გეხარჯებათ. თუმცა 6-7 მაისს მშვილდოსანს სერიოზული ფინანსური შემოსავლები ექნება, რაც მის საფულეში წონასწორობას დააბრუნებს.

მშვილდოსანი პირად ასპარეზზე რიგ პრობლემებს შეეჩეხება. ეს ერთად ცხოვრების საკმაოდ დიდი სტაჟის მქონე წყვილებსაც შეეხება. ერთმანეთისადმი უამრავი წვრილმანი პრეტენზია დაგიგროვდათ და სავსებით მოსალოდნელია მცირე შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდოს. დაოჯახებულ მშვილდოსნებს კამათი ექნებათ მატერიალური ინტერესების ნიადაგზეც – ოჯახის ზოგიერთი წევრი გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ამის უფლება შეუძლია საკუთარ თავს მისცეს. მაისი ახალ რომანებსა და ურთიერთობებს „მწვანე შუქს“ უნთებს. 


თხის რქა

გზა, რომელიც თხის რქამ აირჩია, იოლი და ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მისგან გადახვევისთვის უკვე გვიანაა. მით უფრო, რომ გზის ბოლოს სანუკვარი ოცნების ასრულება გელით. მაისის პირველ დეკადაში შეგიძლიათ მშვიდად და იოლად იცხოვროთ, რადგან ბიზნეს ასპარეზზე ე.წ. „მკვდარი სეზონია“, აქტიურად მუშაობას მხოლოდ მაისის შუაში მიუბრუნდებით და სირთულეებიც სწორედ აქ დაიწყება. ხელმძღვანელი და ბიზნესმენი თხის რქები უნდა მოემზადონ პრობლემური იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, რომელთა მეორე დღისთვის გადადება ნამდვილად აღარ ღირს. ასევე დაიწყება შემოწმებები სხვადასხვა უწყებებიდან და ეცადეთ საქმეები მაქსიმალურად მოაწესრიგოთ. მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები გუნდის შიგნითაც. ამ ნიშნით დაბადებულ დაქირავებულებსაც უსიამოვნებები ექნებათ კოლეგებთან. მაისში რეკომენდებულია სხვა ადამიანების რჩევების მოსმენა, თუმცა თქვენი გამოყენების უფლება არავის მისცეთ. ბიზნეს ასპარეზზე ნეგატიური ფონი ივლისამდე შენარჩუნდება, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სულსწრაფობა არ გამოიჩინოთ. მართალია ბიზნესში საქმე მაინცდამაინც ხელსაყრელად არ არის, ფინანსური მდგომარეობა მაინც სტაბილური და უფრო მეტიც, მზარდია. მოულოდნელი ხარჯებიც არ გექნებათ.

თხის რქის პირად ცხოვრებაში ყველაფერი საკმაოდ რთულად იქნება, თანაც დამნაშავე ამ ყველაფერში მხოლოდ თავად ბრძანდებით. თქვენი სიჯიუტე და უხეშობა ხანდახან ისეთი სიძლიერით გამოვლინდება, რომ ანგელოსური მოთმინების პატრონებსაც მოუწევთ აღიარება, რომ თხის რქასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, თუ ურთიერთობებში პრობლემები გაქვთ, სანამ მიზეზების ძებნას სხვა ადამიანებსა და გარემოებებში დაიწყებთ, საკუთარ საქციელს ჩაუფიქრდით. ესრეკომენდაცია აქტუალურია როგორც დაოჯახებული, ისე ახლად შეყვარებული თხის რქებისთვის. თვის მეორე ნახევარში სიტუაცია ნელნელა კალაპოტში ჩადგება. მეუღლეებს თუნდაც ძალიან ახლო ურთიერთობა აღარ ჰქოდეთ, მათ შვილები გააერთიანებენ. 


მერწყული

მაისში მუდამ საქმიანი და დაკავებული მერწყული ცოტა დასვენების უფლებას მისცემს საკუთარ თავს, რაც მომავალი დაძაბული პერიოდისთვის მოსამზადებლად დასჭირდება. გაიხედეთ აქეთ-იქით, დაალაგეთ სამომავლო გეგმები და მიზნები. მაისის პირველ დეკადაში მოსალოდნელი მოვლენების პროგნოზირება ძალიან მარტივი იქნება. კარგი პერიოდია 3-დან 7 მაისამდე, დანარჩენი დღეები კი ნეიტრალური და ყოველდღიური ამბებით იქნება დატვირთული. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტები პარტნირებთან ან საზოგადოებრივ კიბეზე მაღლა მდგომ ადამიანებთან. შესაძლოა იმ ხალხის ჯგუფშიც კი მოხდეს მსგავსი რამ, ვისთანაცპროფესიული ინტერესები გაკავშირებით. მწიფდება კონფლიქტი და თქვენ მოგიწევთ აირჩიოთ, ვის მხარეს დადგებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაძაბულობა ივლის-აგვისტომდე გასტანს, ამიტომ კარგად დაფიქრება გმართებთ. ხელმძღვანელ და ბიზნესმენ მერწყულებს უთანხმოებები თავიანთ თანამშრომლებთან ექნებათ. საკმაოდ რთული პერიოდია, ერთგვარად ნევროზულიც, თუმცა სწორედ ახლა მოგეცემათ შანსი საკუთარი გარემოცვა საღად შეაფასოთ და გადაწყვიტოთ, ვისთან გიღირთ ურთიერთობის შენარჩუნება და ვისთან არა. მაისში მერწყულის ფინანსური მდგომარეობა ნეიტრალური იქნება, ხარჯები და შემოსავლები ერთმანეთს გააწონასწორებს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ სტაბილურობა მართლაც სანთლით საძებარი იქნება. სწორედ ახლა შეიძლება სწორად განსაზღვროთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისი ერთგულიც იყავით ამდენი წლის განმავლობაში. იქნებ ეს ურთიერთობა უკვე უბრალოდ ჩვევაში გაქვთ გადასული? ან ახალი რომანი, სერიოზულად რომ მიიჩნევთ, წუთიერი გატაცებაა? ასეა თუ ისე, მერწყული ახალი აღმოჩენების, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებისა და შესაძლოა, ფრიად ბობოქარი განშორების მიჯნაზეა. 

თევზები

მაისში თევზებს უკვე მიღწეულის შერნარჩუნებაზე ზრუნვა მოუწევთ. წინსვლაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. ახლა უნდა შეჩერდეთ, უკან მოიხედოთ და დაფიქრდეთ მიღწეულ შედეგებზე. მაისის პირველ დეკადაში თქვენს გეგმებში საქმიანი მივლინებაა და ის ძალიან წარმატებულად ჩაივლის. ამ პერიოდში მოსალოდნელია შეხვედრები, ახალი ნაცნობების შეძენა, რომლებიც მომავალში თქვენი ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში დაგეხმარებიან. მაღალია შედეგიანი კონტრაქტებისდადების ალბათობა. მაისის მეორე ნახევარი ასეთი ხელსაყრელი არ იქნება. ხელმძღვანელმა და ბიზნესმენმა თევზებმა შესაძლოა რეორგანიზაცია წამოიწყონ. ასევე კარგი დროა მცირე რემონტისთვის. დაქირავებული თევზების პროფესიული პოზიციები შეიძლება ოდნავ გაუარესდეს. მოსალოდნელია ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან უსიამოვნებები. 

http://friday.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები