0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კამათს. კარგი დღეა მხიარულებისა და ქორწინებისთვის. 

კურო 
თქვენი რომანი საყოველთაო განხილვის თემა გახდება. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კომენტარებისგან. 

ტყუპი
ნუ შეეგუებით არსებულ რეალობას. იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. უნდა გახსოვდეთ, რომ გამარჯვება მხოლოდ თქვენს აქტიურობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. 

კირჩხიბი
ტრავმული დღეა. მაქსიმალური სიფრთხილე მოეთხოვებათ სპორტსმენ და მძღოლ კირჩხიბებს. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან. 

ლომი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. უფრო მეტიც, კონკურენტებსაც კი დაუმეგობრდებით. მეგობრებთან ერთად მხიარულება განწყობას აგიმაღლებთ. 

ქალწული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. დაეხმარეთ მათ მატერიალურად და მორალურად. 

სასწორი 
ყურადღება გმართებთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისას. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და ნუ მოექცევით არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ. 

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საინტერესო და სასარგებლო ადამიანებს გაიცნობთ; ზოგიერთებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი 
მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, სასიყვარულო პარტნიორებთნ. გაჯიუტებას არ გირჩევთ, უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. 

თხის რქა

კარგი დღეა შეხვედრებისთვის, საქმეების განსახილველად. შორ მანძილზე მგზავრობას არ გირჩევთ. აგრეთვე კარგი დღეა განმარტოებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

მერწყული
გააუმჯობესეთ პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობები. ზოგიერთებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

თევზები
არ დაარღვიოთ კანონი. არ გააფორმოთ ხელშეკრულებები უცხოელ პარტნიორებთან. სხვა დღისთვის გადადეთ საზღვარგარეთ გამგზავრება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები