0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მასტერკლასი ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ

პარასკევს, 24 აპრილს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  დაფინანსებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის შესახებ მეორე მასტერკლასი გაიმართება.

მასტერკლასში,  მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.  მასტერკლასს წარუძღვებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი - ლალი მაძღარაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში, ერთიანი ჯანმრთელობის ჯგუფის ხელმძღვანელი - კენდრა სტაფერი.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მზადაა მომავალშიც აქტიურად იმუშაოს ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით და დაინტერესბულ მხარეებს შესთავაზოს სხვდასხვა სახის საგამნათლებლო პროდუქტი.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში. დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 20 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივდონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.დღეს ინსტიტუტი პასუხობს იმ გამოწვევას, რომელიც გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი ძვრების შედეგად საჯარო სექტორის როლის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ განაპირობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები