0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჰარმონიული და წარმატებული დღე გელით. მოაგვარეთ ისეთი საქმეები, რომლებიც თქვენგან დიდ ყურადღებასა და დროს არ მოითხოვს. 

კურო
ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ წარმატებას სამსახურის საქმეებში. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო კავშირი. 

ტყუპი
დაანებეთ თავი წარსულს, ნუ იდარდებთ გაშვებული შანსების გამო. საკუთარი სიამოვნებისთვის არ დაგენანოთ ფულის ხარჯვა. გამონახეთ გზები, რათა გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. 

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციების მიმართ; ახალი საქმეების დაწყებისას. გადაამოწმეთ დეტალები. 

ლომი
კარგი დღეა შეხვედრებისა და ახალი იდეების განსახილველად. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მათგან საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ.

ქალწული
ზოგი დაწინაურებისთვის, ხელფასის მომატებისთვის იბრძოლებს. ზოგსაც პოლიტიკაში წასვლა, საკუთარი საქმიანობის დაწყება მოუნდება. 

სასწორი
მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. გაფრთხილდით ტრავმული დღეა. მოერიდეთ კამათს, კონფლიქტურ სიტუაციებს. 

მორიელი 
ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. აღიარება და დაფასება გელით. მოსალოდნელია დაწინაურება. განსაკუთრებით კარგი დღე ელით ხელოვან მორიელებს. 

მშვილდოსანი
მოაგვარეთ პირადი საკითხები, მიხედეთ ჯანმრთელობას. ნუ ჩაერევით გარშემო მყოფთა საქმეებში, მოერიდეთ მათთვის რჩევების მიცემას. 

თხის რქა
ზოგს ახალ სამსახურს შესთავაზებენ, ზოგსაც - დაწინაურებას. აღიარება და ფულადი პრემია გელით. თუმცა, ყურადღებით იყავით, მოშურნეები გააქტიურდებიან. 

მერწყული
კარგი დღეა როგორც სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად, აგრეთვე, პირადი ცხოვრების. თამამად იმოქმედეთ, წარმატება გელით. 

თევზები
კარგი დღეა დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, საბუთების გასაფორმებლად. ყურადღებით იყავით და ხელის მოწერამდე ყველაფერს გულდასმით გაეცანით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები