0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ორი თვის განმავლობაში ID ბარათის აღება სრულიად უფასო იქნება

20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით ახალი ID ბარათები უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინიციატივა იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. რ

როგორც ტაბიძემ და ხეცურიანმა განმარტეს, პირადობის მოწმობა უფასოდ იმ მოქალაქეებზე გაიცემა, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ID ბარათი.

„პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, მოქალაქე თავისუფლდება ასევე ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლის საფასურისგან.

დღემდე ახალი პირადობის მოწმობა 1 500 000 მოქალაქეს აქვს აღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები