0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსალოდნელია კარიერული წარმატება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაოჯახებულ ვერძებს ოჯახში მატება ელით. 

კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. დაარეგულირეთ ურთიერთობა თაობებს შორის. 

ტყუპი
ნებისმიერ მოვლენასთან და ამბავთან სიფრთხილე გმართებთ. ნურავის ენდობით; გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. 

კირჩხიბი
მთელი დღე რუტინული სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ამიტომ, ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი თავის გამხიარულებაზე თავად იზრუნოთ. 

ლომი
დასახული მიზნის მიღწევაში ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს. მთავარია, არ იზარმაცოთ და პირველივე დაბრკოლებაზე არ ჩაიქნიოთ ხელი. 

ქალწული
არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს ექსტრემალურ სიტუაციაში მოგიწევთ მუშაობა. რაც უფრო ყურადღებით იმუშავებთ, მით მეტ დაფასებას და მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ მომავალში. 

სასწორი
დღეს წარსულში შესრულებული სამუშაოს ან სიზარმაცის ნაყოფს მიიღებთ. კარგი დღეა სწავლისთვის და ინტელექტის დონის ამაღლებისთვის. 

მორიელი 
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. მათი დახმარებით ან საკუთარი იდეების განხორციელებას შეძლებთ, ან ახალ სამსახურს იშოვით. 

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და გარშემო მყოფებთანაც. თუ ყველას მიმართ ყურადღებიანი იქნებით და არავის მოატყუებთ, განშორების პირას მისულ ურთიერთობებსაც აღადგენთ. 

თხის რქა
მოერიდეთ რისკსა და ავანტიურას. აგრეთვე, მსხვილ შენაძენებს, ხელშეკრულებების გაფორმებას. არავის ენდოთ. 

მერწყული
ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. შეიძლება მაღალანაზღაურებადი არ იყოს, მაგრამ გამოცდილებას მიიღებთ, რაც მომავალში გამოგადგებათ. 

თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნურავის რჩევას ნუ ენდობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები