0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. 
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 1 აპრილს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. 

"უკვე ღამის პირველი საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია. ამ წუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში, ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას, ხელს ვუშლით გამართულ მუშაობას. პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სისტემის გამართულად მუშაობის საწინდარი. დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი დაუბრუნდება ყველა მოსარგებლე პირს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. 

მისივე ინფორმაციით დეკლარაციების შევსება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. მისივე თქმით, წელს აქვთ სიახლეებიც. 

"დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას მიენიჭება რიგითის ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად იმ პირებს, რომელთაც შეავსეს დეკლარაცია შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით აკონტროლონ იმ დღის მონაცემებით რომელ დეკლარაციებს დაუბრუნდათ თანხა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები