0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ლამბერსექსუალი გამხდარა ნაკრები"

 ნანუკა ჟორჟოლიანი ფეხბურთის დღევანდელ მატჩს თვალყურს ადევნებდა და  საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდა კიდეც. 

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავის პოზიციას  სხვებსაც უზიარებდა: ფაქტია რომ ბიჭები მაგარს ცდილობენ, დარბიან და აღარ დადიან სტადიონზე! ფაქტია ისიც, რომ ლამბერსექსუალი გამხდარა ნაკრები:) მთავარია არ წავაგოთ!

ნანუკა ქართველ გულშემატკივარსაც გამოექომაგა,რომელიც ვარჯიშის დაწყებისთანავე მოედანზე  შევარდა და ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, გადაეხვია, შემდეგ დაიჩოქა და ფეხებზე ხელებით შეეხო. (https://www.youtube.com/watch?v=-zv3JnJztio)
 "აუ ჩაქოლეს ბავშვი:) ევასებოდა და გამოხატა! სულაც არ მიკვირს, რომ გიკვირთ ფანობის ეს ფორმა ადამიანებს, რომლებიც გიჟდებით ზიზღის და ბოღმის ფრქვევაზე. ვიტნი ჰიუსტონი სადმე რომ მენახა, უარესს ვიზამდი. ჯიგარია ის ბავშვი smile emoticon "-წერს ჟურნალისტი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. მატჩი თბილისში , "დინამო არენაზე" ჩატარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები