0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით, ყველა საქმიანობაში ხელი მოგემართებათ. 

კურო 
დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, დაასრულეთ უკვე დაწყებულები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისზეც დამოკიდებული ხართ. 

ტყუპი
თქვენი დღევანდელი დღის დევიზია - "ან ყველაფერი, ან არაფერი". თუმცა, ჩვენ გირჩევთ, ყურადღებით, დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედოთ. 

კირჩხიბი
თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ ახალი საქმე, ახალი ბიზნესი დაიწყოთ, ნუღარ დააყოვნებთ და ამოქმედდით. 

ლომი 
შეეხმიანეთ ხანდაზმულ ნათესავებს, მოიკითხეთ ისინი და დახმარება შესთავაზეთ. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ. კარგი დღეა ძველი ალბომის დასათვალიერებლად, საოჯახო ვიდეოს სანახავად. 

ქალწული
გარშემო მყოფებისთვის ისედაც ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ხართ. ნუღარ ეცდებით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ისე დაეხმარეთ მათ. 

სასწორი 
მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და საქმეების გარჩევას საყვარელ ადამიანთან. 

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. შეიძლება ახალი შეყვარებულიც გაიჩინოთ. ის შეიძლება თქვენი მეზობელი ან კურსელი აღმოჩნდეს, რომელსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. 

მშვილდოსანი 
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს, გაფრთხილდით, რათა არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ და არავინ მოგატყუოთ. ნუ შეიქმნით იდეალებს. 

თხის რქა
კარგი დღეა სულიერი განვითარების მისაღებად, ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად. ზოგიერთები საბედოს შეხვდებიან. 

მერწყული
თქვენს ცხოვრებაში ყოფილი გამოჩნდება, რომელიც ურთიერთობის აღდგენას მოგთხოვთ. 

თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის, ინტელექტუალური საქმიანობისთვის. გაიჩინეთ თანამოაზრეები და განახორციელეთ ახალი გეგმები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები