0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სურსათის ეროვნული სააგენტო მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაღების შემოწმებას იწყებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს.

მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში. 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა 6 ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო  გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.

დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი. 16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.

შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს  დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთ ბაღში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.   

სურსათის ეროვნული სააგენტო მომავალშიც აქტიურად აპირებს საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლის განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ბავშვების სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ადეკვატურ გარემოში წარმართვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები