0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატება გელით საქმეებში. წარსულში შესრულებული საქმეებისთვის დღეს ფულად პრემიას ან ჯილდოს მიიღებთ. კარგი დღეა ბინის, აგარაკის მოსაწყობად. 

კურო 
ფრთხილად იყავით, არ გაებათ ოსტატურად დაგებულ ფინანსურ ან ავანტიურულ მახეში. მოერიდეთ ემოციურ გადაღლას. 

ტყუპი
ყურადღებით იმოქმედეთ, რათა თქვენ გამო არ გაფუჭდეს ბიზნესსაქმიანობა და პარტნიორებმა ხელშეკრულება არ გაგიუქმონ. გაერთიანდით თანამოაზრეებთან და მეტად იაქტიურეთ. 

კირჩხიბი
ცვლილებები გელით სამსახურში. მოსალოდნელია საქმიანობის, თანამდებობის შეცვლა. ძველი მეთოდები უნდა დაივიწყოთ და ახლები შეიმუშაოთ. 

ლომი 
სიტუაციის შეფასების ნუ გადააჭარბებთ. ყველაფერი მოგვარდება და აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ. მთავარია, მშვიდად იმოქმედოთ და არ მიიღოთ კარდინალური გადაწყვეტილებები. 

ქალწული
მოერიდეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გადატვირთვას. გახსოვდეთ, წარუმატებლობას წარმატება ცვლის; ისევე როგორც დღეს - ღამე. ამიტომ, მშვიდად შეხვდით ყოველივეს. 

სასწორი
დიდი ხნის უნახავ ნაცნობებთან გელით შეხვედრა. მშვიდად იმოქმედეთ, მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. 

მორიელი
არაფერი დაგეგმოთ, რადგან დღის განმავლობაში გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო ხშირად შეგეცვლებათ გეგმები. მოსალოდნელია საკვებით ან მედიკამენტებით მოწამვლა. არავის მოატყუებინოთ თავი. 

მშვილდოსანი 
ენერგიული და აქტიური ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები; განიხილოთ და დაგეგმოთ ახლები. 

თხის რქა
ეცადეთ, მოუგვარებელმა საქმეებმა თქვენს განწყობაზე არ იმოქმედოს. ყველაფერს გაუმკლავდებით თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას არ გაიფუჭებთ და მათი მხარდაჭერა გექნებათ. 

მერწყული
მოსალოდნელია კამათი და დისკუსია, მაგრამ თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, მყარად დაიცავით თქვენი პოზიცია. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად. 

თევზები
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან; ემოციების გამოვლენას. გამოუსწორებელი შეცდომები რომ არ დაუშვათ, გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები