0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურამიკო ლომიძისა და ივანა მელაის სიყვარულის ისტორიის დეტალები-როდის გეგმავს წყვილი დაქორწინებას

ქეთი კაპანაძე 

უკვე წლებია, გურამიკო ლომიძე ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში რამდენჯერმე მაინც ახერხებს. ახლა მისი ცხოვრების ის ეტაპია, როცა შემოქმედებითზე მეტად მატერიალური საზრუნავი აქვს და ამიტომ, სიმღერისთვის დრო ნაკლებად რჩება. თუმცა, როცა საშუალება აქვს, უარს არასდროს ამბობს და „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად დგას. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, აქ დიდი და სასიამოვნო სიახლე აქვს. მისი და ივანა მელაის რომანი ყველაზე საინტერესო ფაზაში გადადის. წყვილი მალე დაქორწინებას გეგმავს.

 

– გურამიკო, ახალ, 2015 წელს როგორ შეხვდი, სად გაატარე და ვისთან ერთად?

– 2015 წელს ჩიკაგოში შევხვდი. არაჩვეულებრივი დრო გავატარე მეგობრებთან და ჩემს ბიძაშვილთან ერთად.

– რომ შეაჯამო, როგორი იყო შენთვის გასული წელი და რას ელი 2015 წლისგან?

– გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი ვიმოგზაურე და კარგი დრო ვატარე. რაც შეეხება ამ წელს, მისგან მეტ წარმატებას და ფინანსურ წინსვლას ველი. ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე 2015 წელს წინ წავა.

– ცნობილია, რომ საყვარელი ადამიანებისთვის სიურპრიზების გაკეთება გიყვარს. ახალ წელს თუ გაუკეთე საყვარელ ქალბატონს სიურპრიზი?

– გეთანხმები, სიურპრიზების გაკეთება ნამდვილად მიყვარს. საყვარელ ადამიანს ყოველთვის ვანებივრებ საჩუქრებით და არც წლევანდელი ახალი წელი ყოფილა გამონაკლისი (იცინის).

– საქართველოში თუ მოახერხე ჩამოსვლა? 

– გასულ წელს საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვედი მცირე დროით. სიმართლე რომ გითხრა, საქართველოში ყოველთვის კარგ დროს ვატარებ. ჩემი ქვეყანაა, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ მანდ და ყოველთვის მიხარია ჩამოსვლა.

– ახლო მომავალში თუ გეგმავ ჩამოსვლას?

– კი. მალე ჩამოვალ, პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი.

– ამერიკაში შენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევი. ბიზნესის გარდა თუ ცდილობ მანდ მუსიკალური კარიერის აწყობას? 

– ამერიკაში მოღვაწეობაზე რა გითხრა, მაგრამ მუსიკალურ კარიერას რაც შეეხება, ამას აქ ჯერჯერობით ვერ მივხედე. საკმაოდ დაკავებული ვარ და სიმღერისთვის დრო არ მრჩება.

– სოლო კარიერის გაკეთებას ხომ არ გეგმავ სამომავლოდ?

– არა. სოლო კარიერაზე ჯერ არ მიფიქრია.

– უკვე დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობ და საქართველოში მხოლოდ პერიოდულად ახერხებ ჩამოსვლას. ხომ არ გეგმავ სამუდამოდ დაბრუნებას?

– 2013 წელს გადავწყვიტე, რომ სამუდამოდ დავბრუნებულიყავი საქართველოში. ჩამოვედი კიდეც და მთელი წელიწადი გავჩერდი. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში გაჩერებას აზრი არ აქვს. უმუშევრობა და ვალები ხალხს დეპრესიაში აგდებს. საქართველოში შემოსავალი ნულის ტოლია. ასე რომ, გადავწყვიტე, ისევ ამერიკაში დავბრუნებულიყავი.

– შენი უფროსი შვილი უკვე დიდია. არ გსაყვედურობს იმის გამო, რომ ხშირად გიწევს მისგან შორს ყოფნა?

– ნამდვილად, ჩემი უფროსი შვილი გაიზარდა და უკვე საკმაოდ დიდია. არ მსაყვედურობს, უბრალოდ, წაყვანას მთხოვს. შვილს, ალბათ, მომავალ წელს აქეთ წამოვიყვან. საკმაოდ დიდი ხნით მოუწევს აქ ყოფნა, რადგან სასწავლებლად მომყავს.

– ორი შვილი გყავს. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან, როგორი მამა ხარ?

– ყურადღებიანი მამა ვარ და ბავშვები ძალიან მიყვარს. თითქმის ყველა სურვილს ვუსრულებ მათ.

– ძმები იცნობენ ერთმანეთს? რომელიმე თუ დაემსგავსა მამას მუსიკალური ნიჭით?

– ძმები პირადად არ იცნობენ ერთმანეთს, მხოლოდ სურათებიდან. უფროსი ძალიან მგავს მე. ოღონდ ხმა გამოჰყვა დედის (იცინის). მსახიობური ნიჭი, სხარტი გონება და მათემატიკური აზროვნება აქვს. უმცროსიც ძალიან ნიჭიერია. ყველაფერს სწრაფად ითვისებს და მას მუსიკალური ნიჭიც დაჰყვა.

– შენი და ივანას სიყვარულზეც გკითხავ. რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?

– ჩემი და ივანას ურთიერთობა უკვე ფინალურ ფაზაშია. მე  მას ხელი ვთხოვე და თანხმობაც მივიღე. შემოდგომაზე, ალბათ, ვიქორწინებთ კიდეც.

– ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ უკვე კონკრეტული გეგმები – სად და როგორი ქორწილის გადახდას გეგმავთ?

– (იცინის) ეს უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციაა. ამას უკომენტაროდ დავტოვებ.

– გურამიკო, ორჯერ იყავი დაქორწინებული, თუმცა ეს ურთიერთობები დასრულდა. როგორ ფიქრობ, ივანას სახით ნამდვილი სიყვარული იპოვე, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებ?

– ივანას სახით, ვფიქრობ, რომ მართლაც ნამდვილი სიყვარული მეწვია და ძალიან გამიმართლა, რომ ის ვიპოვე. მინდა, ამისთვის გელა გნოლიძეს გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან სწორედ მან შეგვახვედრა ერთმანეთს.

– შენ და ივანამ ზაფხულში ევროტური მოიწყვეთ და ამ დასვენებით ძალიან კმაყოფილი იყავი. ზამთარშიც ხომ არ გეგმავთ არდადეგების მოწყობას?

– ზაფხული მართლა კარგად გავატარეთ მე და ივანამ. სამწუხაროდ, ზამთარში ვერ ვახერხებთ დასვენებას, მაგრამ გაზაფხულისთვის ნამდვილად მოვიფიქრებთ რამეს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ დროსაც გავატარებთ (იცინის).

– ივანას გულის მოგებას ბევრი ცდილობდა. შენ როგორ მოახერხე ეს და როგორ შეძელით, რომ თქვენი ურთიერთობა საკმაო ხანს საიდუმლოდ შეინახეთ?

– ივანას გულის მოგებაზე რა გითხრა, მაგრამ, პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ესაა, ვისაც ჩემი გული ეკუთვნის-მეთქი. ამიტომ, პირველი შეხვედრის შემდეგ გვერდიდან აღარ მოვშორებივარ. ჩვენი ამბის დიდი ხნით საიდუმლოდ შენახვა კი ნამდვილად არ გამოგვივიდა.

– ივანამ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. ეს, ალბათ, შენთვისაც საკმაოდ რთული გადასატანი იყო. როგორც ვიცი, იმ მომენტში შენც მის გვერდით იყავი, არა?

– ივანას ოპერაციის დროს მეც მასთან ერთად ვიყავი და ვამხნევებდი. ძალიან მინდოდა, საოპერაციოშიც მასთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნება არ მომცეს. ორივესთვის ნამდვილად რთული იყო, მაგრამ, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

– ის, რომ თქვენ შორის ხშირად დიდი მანძილია, არ არის დამაბრკოლებელი ურთიერთობისთვის.

– შორ მანძილზე ყოფნა მართლა რთულია. ვფიქრობ, ეს ერთგვარი გამოცდაცაა ჩვენი ერთგულებისა და სიყვარულისათვის და მგონია, რომ კარგად ვართმევთ თავს. ყველაზე დიდი პერიოდი, რომელიც ერთმანეთის გარეშე გაგვიტარებია ორი თვეა. ორ თვეზე მეტს ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ.

– გარდა ქორწინებისა, რას შეეხება შენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი სამომავლო გეგმები შეეხება იმას, რომ ამ წლის ბოლომდე მილიონერი უნდა გავხდე (იცინის).

– რაც შეეხება „ქუჩის ბიჭებს“?

– „ქუჩის ბიჭები“ ეს უბრალოდ ჯგუფი არ არის. ჩვენ ერთმანეთის უახლოესი მეგობრები და ნათესავები ვართ. ამ ეტაპზე, ბიჭები სამნი აგრძელებენ მოღვაწეობას და საკმაოდ კარგადაც ართმევენ თავს. მე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, როცა არ უნდა დასჭიდეთ. უბრალოდ, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვართ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა აუცილებელია. შარშან ერთად ვიყავით და რამდენიმე სიმღერაც ჩავწერეთ, ვიდეოც გადავიღეთ, კონცერტებიც ჩავატარეთ სხვადასხვა ქალაქში. შეძლებისდაგვარად, მათ გვერდით ვარ და ვიქნები ყოველთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები