0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბენედიქტ კამბერბეტჩი და სოფი ჰანტერი დაქორწინდნენ

ბრიტანული სერიალის 'Sherlock' -ის მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეთჩი ვალენტინობის დღეს დაქორწინდა. მსახიობის რჩეული, მისი ორსული საცოლე სოფი ჰანტერი გახდა.  წყვილი ინგლისში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია  საკმაოდ ვიწრო წრეში ჰქონდათ,სტუმრებს შორის მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ახლობლები მოხვდნენ.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ამ ზაფხულს გახდა,მას შემდეგ ბენედიქტი და სოფი მალევე დაინიშნენ.სოფი 36 წლის რეჟისორია. ის ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. 38 წლის ბენედიქტი კამბერბეთჩი კი BBC-ს ყველაზე ცნობილ სერიალში შერლოკ ჰომსის როლს ასრულებს, მას უამრავი მაყურებელი და თაყვანისმცემელი ჰყავს. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები