0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვაშლის კანი - ღვიძლის, ნაწლავების და სარძევე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზების წინააღმდეგ

თუ ვაშლს ჭამისას აცლით მას კანს, ამდაგვარად თქვენ ართმევთ საკუთარ თავს თავისებურ "აცრას" ონკოლოგიური დაავადებებისგან. ვაშლის კანი - ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი წყაროა. მასში ათეულობით ქიმიური ნაერთია, რომლებიც წარმატებით ეწინააღმდეგებიან კიბოს უჯრედებს. 

იცავენ ღვიძლის, ნაწლავების და სარძევე ჯირკვლის კიბოს მეტასტაზებისგან. როგორც ხედავთ, ვაშლის კანი - უნივერსალური კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ამის გარდა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის დღეგრძელობის შანსს.
შვეიცარიელი ექიმი რუდოლფ ბროისი გვირჩევს:

1. უძილობის დროს საღამოს დალიეთ 1 ან მეტი ჭიქა ვაშლის კანის ნახარში. ნახარში შეგიძლიათ დალიოთ თბილი ან ცივი. ის ამაგრებს და ამშვიდებს ნერვებს. 2-3 ვაშლის კანი მოხარშეთ 3-6 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ოდნავ დაუმატოთ შაქარი ან, როცა ნახარში გაცივდება, დაუმატოთ თაფლი.

2. კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის სასრგებლოა ვაშლის უჯრედისის მიღება, რომლის დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში.

რამდენიმე ვაშლის კანი გააშრეთ 40-50 გრადუსის ტემპერატურაზე. როცა კარგად გახმება, დაფქვით ყავის საფქვავში და აურიეთ ქატოს პროპორციით 1:1. დილით 1 ს.კ. მშრალ ნარევს დაასხით 150 მლ ცხელი წყალი, კარგად აურიეთ და დატოვეთ დასაყენებლად 15 წუთით. საუზმემდე 30 წუთით ადრე კიდევ ერთხელ მოურიეთ ხსნარს და დალიეთ. მკურნალობის კურსი - 2 კვირა, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ. ასეთი დანამატი სასარგებლოა არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ მათთვისაც ვისაც აწუხებს ზედმეტი წონა. 

ვაშლის კანი ათი წლის შენახვის შემდეგაც ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს. ის არასდროს არ ხმება, ყოველთვის ნოტიოა ხელის შეხებით და არ კარგავს თავის შეფერილობას.

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სამამულო ვაშლი (არა იმპორტირებული) და გასანთლული კანის გარეშე!

reitingi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები