0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
რთული საქმეების მოგვარებას მხოლოდ შრომითა და მიზანსწრაფულობით შეძლებთ. მაქსიმალურად მობილიზებულად და სერიოზულად უნდა მიუდგეთ ყოველივეს. 

კურო
მოერიდეთ კამათს უფროსთან. გასაკუთრებით, თუ დაწინაურება გსურთ. გახსოვდეთ, ”უფროსი ყოველთვის მართალია”. საკუთარი აზრი კი თქვენთვის შეინახეთ. 

ტყუპი
დროა, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ და დაიწყოთ ახლი პროექტების განხორციელება; დაასრულოთ დაწყებული საქმეები. 

კირჩხიბი
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას ”ოქროს გორებსაც” რომ დაგპირდნენ. აგრეთვე - მაქინაციებს ფინანსურ სფეროში. 

ლომი
კარგი დღეა ახალი ხელობის, უცხო ენის შესასწავლად. ცოდნის გასაღრმავებლად. ნუ დაელოდებით მომენტალურ გამარჯვებას, წარმატებას პროფესიონალურ ზრდასთან ერთად მიაღწევთ. 

ქალწული
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ფულის ფლანგვას. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. 

სასწორი
მცირე დაბრკოლებებსა და უსიამოვნებებს ყურადღებას ნუ მიაქციევთ, გაბედულად იმოქმედეთ. საღამო დასვენებასა და გართობას დაუთმეთ.

მორიელი 
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კონტრაქტების გასაფორმებლად; ახალი პროექტების დასაწყებად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეგობრის დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. 

მშვილდოსანი
დღეს სადაც არ უნდა მოხვდეთ, რა საქმეც უნდა დაიწყოთ, ყველაფერში წარმატება გელით. ვარსკვლავები წარმატების შანს გაძლევენ და სწორად გამოიყენეთ იგი. 

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და ფულის სარფიანად დაბანდებასაც შეძლებთ. 

მერწყული
გაგიჩნდებათ ახალი მეგობრები, პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ახალი იდეების განსახორციელებას შეძლებთ. 

თევზები
მეტი ყურადღება გმართებთ მშობლების მიმართ. მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები, მეგობრები. მათთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას შეძლებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები