0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას მეტი ყურადღება გმართებთ. გაისტუმრეთ ვალები და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

კურო 
გაგიადვილდებათ საქმეების მოგვარება, პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა. კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები, რათა არ გაჩერდეთ მიღწეულ შედეგზე. 

ტყუპი
კარგი დღეა მიზნების განხორციელებისთვის. დღეს რასაც კი ხელს მოკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. ისეთი საქმეები შეასრულეთ, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. 

კირჩხიბი
მოსაწყენად ვერ მოიცლით. უფროსი ახალ საქმეს დაგავალებთ, კოლეგები დახმარებას გთხოვენ. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. 

ლომი 
მოაგვარეთ ფინანსური და იურიდიული საკითხები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ძვლებისა და კბილების მდგომარეობას. 

ქალწული 
კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. თუ ხელფასის მომატება, დაწინაურება ან კოლეგებში პატივისცემის მოპოვება გსურთ, თავად უნდა გააქტიურდეთ. 

სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

მორიელი
მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან. დაუგეგმავი ხარჯის გამო შეიძლება ვალის აღებამ მოგიწიოთ. 

მშვილდოსანი 
მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. აკონტროლეთ ერთგული პარტნიორიც კი. 

თხის რქა
სამსახურში წარმატების მისაღწევად კარგი დღეა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

მერწყული
მოერიდეთ კოლეგებთან კამათს. მათ კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მეტად იმუშავეთ საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

თევზები 
სამსახურის საქმეებს და საოჯახო პრობლემებს შორის "ოქროს შუალედი" უნდა დაიცვათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები