0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვაზისუბანში მოკლული 31 წლის კობა აღლემაშვილი სავარაუდოდ პატრულის თანამშრომელმა მოკლა

ვაზისუბანში მოკლული 31 წლის კობა აღლემაშვილის ახლობლების ინფორმაციით, აღლემაშვილი სავარაუდოდ პატრულის თანამშრომელმა მოკლა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, მკვლელობა ვაზისუბანში, აღლემაშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. 
რაც შეეხება მკვლელობის მიზეზებს, აღლემაშვილის ახლობლები ამაზე არ საუბრობენ. 
"ამბობენ, რომ კობას მკვლელი პატრულის თანამშრომელია.  ჩვენი ინფორმაციით, შელაპარაკება მოკლულის სახლთან, ლიფტთან მოხდა, რის შემდეგაც პატრულის თანამშრომელმა კობა მოკლა", - განაცხადა ახლობელმა.
ახლობლების ინფორმაციით, 31 წლის კობა აღლემაშვილი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. ამასთან, ნათესავების ინფორმაციით, მოკლულის ცხედარი ამ დროისათვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რის შემდეგაც მას ახალციხეში გადაასვენებენ. 
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები