0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენს ხუმრობაზე დღეს არავინ გაიცინებს, მაგრამ ხვალ, ზეგ და მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება პირიქით მოხდეს.

კურო
დღეს უმჯობესია დაისვენოთ. არ დაგეგმოთ არანაირი საქმიანი შეხვედრა, უმჯობესი იქნება მოლაპარაკებები იქით კვირისთვის გადადოთ.. 

ტყუპი
დღეს გელით ფინანსური დანაკარგი. ყველაფერი ეს კი თქვენი ზედმეტი თვითდაჯერებულობის ბრალია. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს თქვენ გელით სასიამოვნო შეხვედრა. ვარსკვლავები გამცნობენ , რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ახლობლები. საღამოს ელოდეთ სასიამოვნო სტუმრებს

კირჩხიბი
დღეიდან რთული პერიოდი დადგება თქვენს ცხოვრებაში, ამ პერიოდში გაგიჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო როცა მიიღებთ გადაწყვეტლებას დარწმუნებული უნდა იყოთ მის სისწორეში. ვარსკვლავები გირჩევენ არ მიიღოთ დაუფიქრებელი და არამოტივირებული გადაწყვეტილებები..

ლომი
შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალები სასურველი საქმისათვის. შესაძლებლობა მოგეცემათ, გადაწყვიტოთ რთული ამოცანები. სხვას დახმარება არ სთხოვოთ. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ და თვითკმაყოფილებას იგრძნობთ. 

ქალწული
ეს დღე კარგია პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. შესაძლოა წვეულებაზე შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. თამამი ნაბიჯებისაგან თავს ნუ შეიკავებთ.

სასწორი
დღეს თქვენი ცხოვრებისეული ენერგია პიკს მიაღწევს. ამიტომ ნებისმიერ რთულ საქმესაც ადვილად მოაგვარებთ. წარმატება გელით ახალი საქმის წამოწყებისას. სიყვარულში გაგიმართლებთ.

მორიელი
ცადეთ, გარშემო რაიმე შეცვალოთ. კარგი იქნება, თუ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნებთ. დღევანდელ დღეს წონის დაკლებას ადვილად მოახერხებთ. გაუფრთხილდით ნერვებს.

მშვილდოსანი
დღეს, სურვილები აგისრულდებათ, რაღაც გტანჯავთ, მაგრამ საბოლოოდ გაგიმართლებთ სიყვარულშიც

თხის რქა
დღეს ბევრი სიურპრიზი გელით. განსაკუთრებული ყურადღება საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. ენდეთ თქვენ შინაგან ხმას და ისე იმოქმედეთ.

მერწყული
ახალ საქმეს ენერგიულად მოჰკიდეთ ხელი. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ საქმიან პარტნიორებთან სასურველი გარიგებები დადოთ. საყვარელ ადამიანს დიდი დრო დაუთმეთ, გაუკეთეთ საჩუქარი, ამ ჟესტით მას ძალიან გაახარებთ.

თევზები
გამოიჩინეთ შემოქმედებითი უნარი და გაიფართოვეთ ინტერესთა სფერო. სამსახურში თავის გამოჩენა მოგიწევთ, რაც უფროსობის კმაყოფილებას გამოიწვევს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები