0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორი იქნება ცხვრის წელი?მიხეილ ცაგარელის პროგნოზი და რჩევები საახალწლოდ

არ უყვარს ხმაური, აგრეისა, არის მშვიდობის მოყვარული თუმცა ჯიუტი-ასე ახასიათებენ ცხვარს, ანუ თხას აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით და სჯერათ, რომ მისი ხასიათი მთელ წელზე აისახება.

ჩინურად თხის, იაპონურად კი ცხვრის წელიწადი ასტროლოგიაში დიდი სიახლეებისა და რეორგანიზაციების ეტაპად მიჩნევა.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ 2015 წელს ცხოვრების ტემპი ცხენის წელთან შედარებით შენელდება.

საახალწლო სუფრაზე აკრძალულია ცხვრის ხორცი ან სხვა ნაწარმი. ტრადიციულ კერძებთან ერთად სუფრაზე მწვანილი, ერთი ნაჭერი კომბოსტო, შაქარი და ტკბილეული უნდა იყოს. 
ხის სტიქიის გამო 2015 წელს მწვანე ცხვრის წელს ეძახიან, ამიტომ ასტროლოგები მწვანე, ყავისფერი და ყვითელი სამოსის ჩაცმას გვირჩევენ.

2015 წლის წამყვანი ქვები ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიტია. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თუ ცხვრის წელს დახვეული თმით შევხვდებით ეს დადებითად იმოქმედებს. 
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დავით უსუფაშვილს წარმატებულ წელს უწინასწარმეტყველებს. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს მას სიფრთხილეს ურჩევს და კოლეგებთან დაპირისპირების მაღალ ალბათობზე საუბრობს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს თებერვლიდან სექტემბრამდე ცაგარელის თქმით წარმატებები ექნება, მიხეილ სააკაშვილს კი ცნობილი ასტროლოგი სასიკეთო ტენდენციებს უწინასწარმეტყველებს, თუმცა საკუთარ ცხოვრებაში სიახლეების შეტანას ურჩევს.


ვრცლად იხილეთ ლინკზე : http://rustavi2.com/ka/news/6527

კომენტარები

მსგავსი სიახლეები