0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, აზარტს, ექსტრიმს, ემოციების გამოხატვას. მიხედეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. 

კურო 
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საღამო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. ისინი გაგამხიარულებენ და საკუთარი თავის იმედს ჩაგისახავენ. 

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. მეგობრული შეხვედრებისთვის. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, ნებისმიერ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. 

კირჩხიბი
გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება; გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ფულს ნუ გაფლანგავთ. 

ლომი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან და ელექტრონივთებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნერვებს. 

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, შვილებზე ზრუნვას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და მეგობრებთან. 

სასწორი 
კარგი დღეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესთან. 

მორიელი 
გარშემო მყოფებს დაეხმარეთ, მაგრამ მათ მიერ გასაკეთებელ სამუშაოს ნუ შეასრულებთ. საღამოს მეუღლესთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. 

მშვილდოსანი
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, ახალი პროექტების განხილვის, დაწყების დღეა. სწრაფად და სწორად უნდა იმოქმედოთ. 

თხის რქა
მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიარეთ, რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ. 

მერწყული
ეცადეთ არსად დააგვიანოთ და არც ერთი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. დღევანდელი დღე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საინტერესო ნაცნობობა და დაუვიწყარი რომანის დაწყება გელით. 

თევზები
დღეს წარსულში შესრულებული საქმეებისთვის ჯილდოს მიიღებთ, შექებას დაიმსახურებთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები