0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს ორმაგი ბუნება. წარმატება შეიძლება უცებ იქცეს დამარცხებად, ან პირიქით. დღეს ნუ გარისკავთ უმიზეზოდ. ნუ შეეჭიდებით იმ საქმიანობას რომელშიც არ ხართ დარწმუნებული.

კურო 
ეს დღე კარგია საქმის დასაწყებად, შესაძლებელია თქვენი "მეორე ნახევრის" რჩევა დაგჭირდეთ. საქმიანი შეხვედრა უკეთესია დილით დანიშნოთ. თქვენ შეძლებთ ნაყოფიერად გაატაროთ დღევანდელი დღე.

ტყუპი
ეს დღე წარმატებული იქნება ისეთი ფინანსური ოპერაციებისათვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მოგზაურობაზე. გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და მოგეცემათ ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება. შესაძლებელია ახალი რომანტიკული კავშირ

კირჩხიბი
კარიერაში თავბრუდამხვევი წინსვლაა მოსალოდნელი. ეცადეთ, იაქტიუროთ - განახორციელეთ ახალი პროექტები, დასახეთ ახალი მიზნები. ფინანსური მოგების ალბათობა დიდია.

ლომი 
დიდი საქმეები გელოდებათ, რომელიც პირად ცხოვრებას მოგწყვეტთ, არ დანებდეთ, თორემ თქვენი ღვაწლი უკვალოდ ჩაივლის.

ქალწული 
ეს დღე შემოქმედებითი აღმასვლისთვის მეტად პოზიტიური იქნება, თუმცა ჩავარდნები არც პირად ცხოვრებაშია მოსალოდნელი. პირიქით, იმის დიდი ალბათობაა, რომ სწორედ დღეს გაგიჩნდეთ რომანტიკული ნაცნობი, რომელიც ბევრ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ.

სასწორი 
თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღე არის. წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. გელით რომანტიკული თავგადასავალი. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ დღეს გადადგით. 

მორიელი 
ზუსტად განსაზღვრავთ პრიორიტეტებს და თქვენი მონდომება ხელმძღვანელობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ძალიან მოსაწყენი და გამაღიზიანებელი იქნებით ირგვლივმყოფთათვის. ამის მიზეზი ზედმეტად დაძაბული სამუშაო დღეა. შეეცადეთ, გადაჭარბებული ემოციურობით არ მიუდგეთ ყოველგვარ წვრილმანს.

მშვილდოსანი 
დღეს მეტი მობილიზება და სიმშვიდე გმართებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტისას. აჩქარება სიკეთეს არ მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ყურადღებით მოეკიდეთ ყველანაირ წვრილმანს.

თხის რქა
დღეს მიენდეთ ინტუიციას და ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად მას მიმართეთ, გააკეთეთ ისე როგორც გიკარნახებთ გუმანი.

მერწყული
თქვენი მიზანსწრაფულობა დღეს შეუმჩნეველი არ დარჩება და შემოგთავაზებენ პროექტს, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება. ბობოქარი პერიოდი დამთავრდა. დროა, მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებაზე იფიქროთ

თევზები
კარგი დღეა კულტურული დასვენებისთვის. გადახედეთ აფიშას, კარგი იქნება თუ თქვენს მეორე ნახევარს დაპატიჟებთ სადმე. დღისით კარგი იქნება ბავშვების გარემოცვაში და ბუნებაში დროის გატარებ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები