0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი პარტნიორები და მფარველები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. გარშემო მყოფებთან ყველა კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. საღამო ოჯახურ საქმიანობას დაუთმეთ. 

კურო 
მოსალოდნელია შეხვედრა ან ძველ მეგობრებთან, ან ყოფილ შეყვარებულთან. ეცადეთ, არ გაირთულოთ ურთიერთობა ახლანდელ პარტნიორთან. ცხოვრების წესად გაიხადეთ – სწორი კვება და ვარჯიში.

ტყუპი
კარგი დღეა დასახული მიზნების განსახორციელებლად. მართალია, შრომა მოგიწევთ, მაგრამ დღის ბოლოს შედეგით კმაყოფილი დარჩებით. აგრეთვე, გაწეული სამუშაოსთვის ჯილდოსაც მიიღებთ. 

კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობას თქვენთვის უსიამოვნო, მუდმივად ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანებთან. საქმეები კონფლიქტის გარეშე მოაგვარეთ. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი. 

ლომი 
მოსალოდნელია ახალ ნაცნობობა, რაც მომავალში ან სასიყვარულო ურთიერთობაში ან ბიზნესსაქმიანობაში გადაიზრდება. საქმეების მიუხედავად მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს, საოჯახო საქმეებს. 

ქალწული 
აქტიური ხართ და წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში მიაღწევთ. დღე აღსავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით. ზოგს დაუგეგმავი მგზავრობა ელის. 

სასწორი 
საკუთარ პრობლემებს სხვებს ნუ მოაგვარებინებთ. ასე გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. დღის მეორე ნახევარი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოანდომეთ. 

მორიელი 
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა; უსიამოვნო საუბრები პარტნიორებთან. 

მშვილდოსანი 
დილიდან საქმეებით დაგტვირთავენ და გვიანობამდე თავაუღებლად მოგიწევთ მუშაობა. თუმცა, აღიარება და მატერიალური ჯილდოც გერგებათ. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალების მიმართ. 

თხის რქა
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. საღამო ოჯახურ ან მეგობრულ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
ცივი გონებით გაანალიზეთ გარშემო მომხდარი მოვლენები, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. დღეს ყველა გამოცანისა და რებუსის ამოხსნას შეძლებთ და არც დაგროვილი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. 

თევზები
კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ახალი საქმეების დასაწყებად. დღის მეორე ნახევარში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მშობლებთან და შვილებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები