0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,, გაბზარული ნეკნით ცეკვა შეუძლებელია, მომღეარალი ხალხის მანიპულირებას ცდილობს"- მარიამ როინიშვილს ტყუილში ადანაშაულებენ

საქართველოში პარაფისქოლოგიით  ცნობილი ირაკლი ლომაია პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების '" ერთ-ერთ მონაწილეს მარიამ როინიშვილს ტყუილში ადანაშაულებს.ლომაიას მტკიცებით, რომელიც ახლა  კანადაში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს, აცხადებს, რომ შეუძლებელია გაბზარული ნეკნით ცეკვა და მომღერალი ხალხის მანიპულირებას ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ესემესები მიიღოს:

“ახლა რომ ერთი ცნობილი სახის გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო დარწმუნებული ვარ, ისევ მწარედ ავლაპარაკდები და იტყვიან, რა მწარე ენა ჰქონია ლომაიასო… მერე მას ისევ ჩემი ლანძღვა მოჰყვება როგორც სჩვევიათ და ასე… არა და რა რთულია, როცა ხარ ექიმი და გესმის ზუსტად ის ზღაპარი, რაც პრაქტიკულად შენი საქმეა და ვიღაცა გამოდის და ამბობს, რომ თურმე გაბზარული ნეკნით ცეკვაც კი შეძლო. ნუ ეს იცით როგორი ზღაპარია? და საერთოდ იცით ნეკნის გაბზარვის დროს როგორი ტკივილები იცის? მითუმეტეს ნეკნების შეხორცება (ცდომის გარეშე) ძალიან მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუ მონაწილეობს სუნთქვის პროცესში, ნეკნთაშუა კუნთების ხარჯზე ხორციელდება მათი მოძრაობა (ცრუ ნეკნების გარდა) ამიტომ გაბზარული ნეკნის ბოლოები შესაბამისად მოძრაობენ გულმკერდთან ერთად, შეხორცების პროცესი კი 3 კვირამდე ან მეტი გრძელდება. ამ პერიოდში კი ყოვლად შეუძლებელია პაციენტი ფეხზე დაგდეს, მას ფიზიკურად ვერ ექნება დგომის თავი მითუმეტეს, არა თუ ცეკვის. ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან, სასურველია გაკეთდეს ნეკნთაშუა ნერვის ბლოკადა. ხოლო ასეთ დროს მჭიდრო ნახვევი არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება შეიზღუდოს გულმკერდის ექაკურსია (მოძრაობა). ასე რომ ბოდიში თქვენთან, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლეს ვქადაგებ და ეხლა გინდ გეწყინოთ და გინდ არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანების ასე მოტყუება და მანიპულირება, რომ აი, თურმე ნეკნგაბზარული ცეკვავს და აუცილებლად იმსახურებს ხალხისგან ზღვა ესემესებს.”



კომენტარები

მსგავსი სიახლეები