0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომპანია "RMG GOLD"- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს. 
თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უდნა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.
არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით "RMG GOLD"-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა. 
ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა.
დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება.
საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები