0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება და სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

რადიოწამყვანი ზურა გორგაძე ,რომელმაც  პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები " ამ კვირაში დატოვა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება და სკანდალურ განცხადებას ავრცელებს . ITV-ი წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"“რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი! მაგრამ დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, ფეისბუქ-მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით… მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ! არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს. პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია! რაც შეეხება გუშინდელ დღეს, მე ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემს და თქვენს, საზოგადდოების წინაშე გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არამარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ციტირება მისი სიტყვების: “ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს ეს არის მაგარი შოუ, ბრავო” მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა, საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის. ვერ მოინელა მათი კეთილგანწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას. ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას, საშას და ალიონას მიმართ, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს. არა, დააატოვებინა… გოჩამ დაატოვებინა, ისევე როგორც მე. პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ. მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ ესემესები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არაა, ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი ესემესიც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ. გოჩა! თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულებისთანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი. შეგეშინდა? რის შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი. ერთ ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახევარი საქართველო იგივეს აკეთებს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს! და კიდევ მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე ძალიან შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს უამრავი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან… ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა… პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ, მე ჩემს ძმასთან, ძმისშვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ… ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთბ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ… რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან, იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს, ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა, აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა ჩემი რეალობაა ისიც, რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია! დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ, ძალიან მიყვარხართ!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები