0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თუ თქვენმა ძაღლმა ტერიტორია ფეკალური მასით დააბინძურა დაჯარიმდებით

პარლამენტში "ნარჩენების მართვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვით ნარჩენების სფეროში სამართლებრივი საფუძვლები უნდა განისაზღვროს. კანონის მიხედვითვე უნდა მოხდეს იმ ადამიანებისთვის ჯარიმების განსაზღვრაც, რომელთა შინაურმა ცხოველმა, ტერიტორიების ფეკალური მასებით დაბინძურება მოახდინა. 

ცვლილება ითვალისწინებს შინაური ცხოველის მეპატრონის 50 ლარით დაჯარიმებას, თუკი მეპატრონის მიერ ტერიტორიის ფეკალური მასისგან გასუფთავება არ მოხდა. 150 ლარით დაჯარიმდება ის ადამიანი, რომლის ცხოველემა, ტერიტორიის 1 კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება მოახდინა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, კანონი გაუაზრებლად დაწერილია და გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი. 
"ეს კანონი არის გაუაზრებელ სურვილებზე აგებული. კანონში გვაქვს, რომ ძაღლის და სხვა ცხოველების მიერ ტერიტორიის ფეკალური მასებით დაბინძურება იწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, თუმცა, ცხოველის მეპატრონე თუკი ტერიტორიის გასუფთავებას მოახდენს, მისთვის ჯარიმა არ იმოქმედებს. იქვე მეორე ნაწილში წერია, რომ ტერიტორიის ერთი კუბური მეტრი ფეკალური მასით დაბინძურება 150 ლარით ჯარიმდება. იქნებ ამასაც ასუფთავებს ადამიანი??, - განაცხადა ხაჩიძემ.
ხაჩიძის ამ განცხადებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე სხდომაზევე გამოეხმაურა. 

"ამას ის ადამიანები გააკონტორლებენ, რომლებიც აქამდე მუშაობდნენ ჩვენს სამინისტროში. ახლა ამაზე არ გვაქვს საუბარი. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შინაურმა ცხოველმა ერთ კუბურ მეტრზე მეტი ფეკალური მასა დატოვოს, რაც გარემოს ზიანს აყენებს. როდესაც ადამიანი ასეირნებს ძაღლს, თუ მას მიეცა საშუალება, რომ აიღოს ამ ძაღლის ფეკალური მასა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მაგრამ არის შემთხვევა, რომ ეს არ არის ცხოველი და ერთი კუბური მეტრი ნაკელის დატოვება ძაღლს არ შეუძლია. ეს სასაცილო, მაგრამ საინტერესო თემაა, რადგან ნაკელი უადგილო ადგილას გარემოს ზიანს აყენებს", - განაცხადა მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები