0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მე ველოდი დედაჩემის ასეთ შეფასებას... რა უნდა გამიკვირდეს ქალისგან, ვინც საკუთარ დედას სცემდა

რუსული „ფლეიბოის“ ქართველი მოდელი თამუნა ვარშალომიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბის მეშვეობით საზოგადოებას ოჯახთან დაპირისპირებისა და მისი კარიერის შესახებ უყვება. როგორც თამუნა ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ჯერ მხოლოდ 2 წელია, რაც ყოფილმა მედავითნემ მოდის სამყაროში შეაბიჯა.

„ფლეიბოის“ ქართველი ვარსკვლავი 14 წლიდან ეკლესიის მრევლი გახდა. მალევე უკვე მედავითნე გახდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ თამუნა 17 ასაკში სახლიდან არ წავიდა. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ და დატვირთულმა გრაფიკმა ეკლესიაში მედავითნეობაზე უარი ათქმევინა და ბედი სამოდელო ბიზნესში სცადა.
„14 წლიდან დავიწყე ეკლესიაში სიარული. მხოლოდ სკოლა, ეკლესია, სახლი… ამით შემოვიფარგლებოდი, ასე ვცხოვრობდი. მალე მედავითნეც გავხდი. 14 წლიდან მოყოლებული ჩემი მოძღვარი მამა ანტონია. 17 წლიდან ცალკე გადავედი საცხოვრებლად. თავის გასატანად ორ სამსახურში ვმუშაობდი. ადვილი არ არის ოჯახისგან შორს დამოუკიდებლად ცხოვრება. ამის გამო ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და ეკლესიაში სიარულს ვერ ვახერხებდი. მოძღვარი ახლაც მყავს, მაგრამ მედავითნე აღარ ვარ. დატვირთულმა გრაფიკმა ცოტა დამაშორა ეკლესიას. შემდეგ სწავლა დავიწყე „იმიჯ ცენტრში“. 1,5 წელი ვსწავლობდი, თუმცა კონტრაქტი არ მქონდა. ვმონაწილეობდი „მის ბიკინშიც“, მაგრამ რაიმე ტიტული არ ამიღია. შემდეგ ჩემით რუსული „ფლეიბოი“ დაინტერესდა. მათ დავთანხმდი და ჟურნალისთვის გადამიღეს. 8 წელია, რაც ოჯახიდან მხოლოდ ბებიასთან მაქვს კონტაქტი. დანარჩენ არცერთ ოჯახის წევრთან კავშირი არ მაქვს “,- განაცხადა თამუნა ვარშალომიძემ.
აღმოჩნდა, რომ ოჯახთან თამუნას პრობლემები ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე მისი სამოდელო კარიერა. როგორც თამუნამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ მან საკუთარი დედა ბებიის ცემისთვის დააჭერინა.
„კვირას“ კითხვაზე, თუ ახორციელებდა დედა ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრი მასზე ძალადობას, თამუნამ პასუხისგან თავი შეიკავა.
„ცოტა ხანს დაველოდები, როდემდე გაქექავენ დედაჩემი და ჩემი მამინაცვალი ნაგავს. მერე კი ხმამაღლა ვიტყვი, რატომ წავედი სახლიდან და ვინ არიან სინამდვილეში. ურჩევნიათ ნაგვის ქექვას შეეშვან, თორემ აუცილებლად მოვყვები, რა და როგორ იყო“, – განუცხადა „კვირას“ თამუნა ვარშალომიძემ.
ტელეიმედით გასული ტოქშოუს შემდეგ თამუნა მისი მისამართით დედამისის, მამინაცვლისა და მოძღვრის კომენტარებსაც გამოეხმაურა. აღმოჩნდა, რომ მოდელს სულაც არ გაკვირვებია, როდესაც მშობელმა დედამ „ანტიქრისტე“ უწოდა. „მე მისი კომენტარი არ გამკვირვებია, მისგან კარგს არც არაფერს მოველი“,- განაცხადა თამუნა ვარშალომიძემ, თუმცა აქვე გაკვირვება ვერ დამალა, რომ მის მამაინაცვალს კაკო ვარშალომიძეს მისი მოდელობის გამო თამუნას მამობისა რცხვენია. თამუნა ვარშალომიძე უახლოეს ხანში გვარის შეცვლას და ბებიის გვარზე გადასვლას აპირებს.

„ მე ველოდი დედაჩემის ასეთ შეფასებას. არც გამკვირვებია. რა უნდა გამიკვირდეს ქალისგან, ვინც საკუთარ დედას სცემდა. მე ის ამის გამო დავაჭერინე კიდეც და 12 დღე სასჯელს იხდიდა. რაც შეეხება კაკო ვარშალომიძეს, ის 7 წლისამ გავიცანი, 9 წლისამ გავიგე, რომ მამინაცვალი იყო. მე ის მამად მივიღე და მის გვერდით გავიზარდე. თვითონაც, ინტერვიუ იქნებოდა თუ უბრალოდ საუბრები, ყველგან თავის ქალიშვილად მიხსენიებდა. მე მისთვის გვარი არ მითხოვია. მე ვაპირებ სასამართლში მისვლას. კაკო ვარშალომიძეს თუ იმიტომ რცხვენია ჩემი მამობის, რომ მოდელი ვარ, მაშინ მას გავათავისუფლებ ამ ტვირთისგან. მინდა, მას ჩემი მამობის უფლება ავყარო და ბებიის გვარზე – ესიტაშვილზე გადავიდე. ტოქშოუში ჩემს მონაწილეობას მოძღვარიც გამოეხმაურა. როდესაც მე დამიკავშირდნენ ტელევიზიიდან და მითხრეს, რომ ჩემზე რეპორტაჟის გაკეთება სურდათ, მე დავურეკე ჩემს მოძღვარს, მამა ანტონს და ამის ნებართვა ვთხოვე, თუმცა არ დამიკონკრეტებია, რომ ამ სიუჟეტს „ფლეიბოის“ გამო აკეთებდნენ, არ ვიცოდი, თუ ეს საჭირო იყო. თავიდან ჩემი სტუდიაში მისვლა გათვალისწინებული არ იყო, ეს არც მე ვიცოდი, ამიტომ თუ შემთხვევით რამე დავაშავე, ჩემს მოძღვარს ბოდიშს ვუხდი. რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, ეს ჩემი იდეა იყო. „იმედის“ წარმომადგენლებს ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ნახევრად შიშველი ვმჯდარიყავი, უბრალოდ მე ჩავთვალე, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა“,- განაცხადა თამუნა ვარშალომიძემ.

„კვირას“ პრესკლუბში თამუნა ვარშალომიძემ გეგმებზეც შესახებაც ისაუბრა. როგორც მან საუბრისას განმარტა, ის ახლა ტურისტულ კომპანიას აყალიბებს, თუმცა მანამდე კონკურსში მონაწილეობისათვის კორეაში მიემგზავრება. შემდეგ კი გადაღებები უკვე მოსკოვში ეწყება. მოდის სფეროს გარდა რუსული ფლეიბოის ვარსკვლავს შემოთავაზებები სხვადასხვა სერიალიდან აქვს, თუმცა უახლოეს ხანში ის კონტრაქტის გაფორმებს რუსულ ფლეიბოისთან აპირებს.

kvira.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები