ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონში მაყურებელმა ბევრი ახალი თემა, სახე და განვითარებული ძველი პერსონაჟი იხილა. მათ შორის არის ბაქარიც, რომლის ეპიზოდური როლი, ახლა ერთ-ერთ მთავარ ხაზად იქცა. ბიჭმა, რომელიც ქალაქში სასწავლებლად ჩამოვიდა და პირველივე შემხვედრი გოგო შეუყვარდა, თან მსუბუქი ყოფაქცევის, შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყნის ალაპარაკება შეძლო. ბაქარმა ყურადღება, გარდა ტრაგიკომიკური როლისა, სახასიათო მეტყველებით, გამორჩეული ჩაცმულობითა და დასამახსოვრებელი ფრაზებით მიიპყრო. შესაბამისად, მისი როლის შემსრულებელი, ახალგაზრდა მსახიობი, ბუბა მათნაძე უცებ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
– ბუბა, როგორი რეაქცია აქვს ხალხს ბაქარის დანახვაზე?
– ქუჩაში, სოციალურ ქსელშიც უკვე მცნობენ. ხალხის სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ. ქუჩაში ძირითადად მაშტერდებიან ხოლმე. სამახსოვრო სელფს იღებენ. სოციალურ ქსელში ბევრი მწერს: ბიჭებიც, გოგოებიც, ქალებიც, კაცებიც. მეკითხებიან – „საიდან მოხვდი სერიალში?“, „მართლა ესე ლაპარაკობ?“, ზოგი ბაქარს მეძახის, ძირითადად, პატარა ბავშვები. თუმცა, ამას მასიური სახე არ აქვს.
– ბაქარივით რომ არ ლაპარაკობ, ამას ვხედავ, ამიტომ სერიალში როგორ მოხვდი, ეს მითხარი.
– სერიალში მოვხვდი საბავშვო თეატრ „მეორე სახლიდან“. 9 წლიდან ამ თეატრში ვარ. ერთხელ „ჩემი ცოლის დაქალების“ ქასთინგზე მოვიდნენ ჩვენთან და არ ვიცი, ალბათ, მოვეწონე, რადგან სერიალში მიმიყვანეს. თავიდან ბაქარის პერსონაჟი არ იყო ასე განვითარებული. საერთოდ, ხმასაც არ იღებდა. მერე უკვე სცენარისტმა განავითარა და გახდა ის, რაც არის. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. როცა ბაქარი პირველად წაიყვანეს ქალებში, მეგონა, ეს იქნებოდა დასასრული და კიდევ რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა. თავიდან ცოტა შიშის მომენტი იყო, უფრო მეტად კი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. როცა ეპიზოდური როლიდან უკვე სერიოზულ როლზე გადადიხარ და სერიალში შენს ხაზს იწყებენ, რამდენიმე სცენა მთლიანად შენზეა აგებული, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. ორი უკიდურესობა მქონდა, ან ძალიან კარგი უნდა გამოსულიყო, ან საერთოდ, არაფერი.
– შენს პერსონაჟს ყველაფერი სახასიათო აქვს, განსაკუთრებით მეტყველება. როგორია ბაქარად გარდასახვის მომენტი?
– ჩემთვის კამერასთან მუშაობას ეს პლუსი აქვს, როცა ის ირთვება, მომენტალურად მავიწყდება ყველაფერი. მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად გავაკეთო. მით უმეტეს, ბაქარის პერსონაჟი ისეთია, არც ზედმეტი მოუხდება და დაკლებითაც არაფერი არ უნდა დააკლო. სახასიათო როლები ყოველთვის ზომიერია. მუშაობა ძირითადად ინტონაციაზე დამჭირდა. ერთი და იგივე ფრაზა ათჯერ და ოცჯერ შეიძლება გაიმეორო, სხვადასხვანაირად უნდა მოსინჯო და მერე, იქიდან ამოირჩევა საუკეთესო ვარიანტი. ასე ხდება თითოეული ფრაზის შემთხვევაში.
– ხშირად არის ხოლმე სასაცილო მომენტები?
– ბოლო სერიებში იყო, რომ ვამბობ „დამადევით ყინული, გაყინული ქათამი მაინც დამადევით ვინცხამ“. აი, ამ სცენას რომ ვიღებდით, ძალიან სასაცილო იყო და ვერავინ ვერ ვიკავებდით თავს. ყველა ვიცინოდით და ძალიან გავაბრაზეთ ხალხი, რადგან ბევრი დუბლის ჩაწერა მოგვიხდა. როცა რეპეტიციებს გავდივართ, თავიდან სასაცილოა, მაგრამ მერე იმდენჯერ ვიმეორებთ ერთი და იგივეს, რომ აღარ გვეცინება. ერთ მონაკვეთში ხატიას უნდა მოვფერებოდი მკერდთან ახლოს. ეგ ცოტა გამიჭირდა, ახალი გაცნობილი მყავდა და არ ვიყავი შეგუებული. ამიტომ, თავიდან მერიდებოდა და ვერ ვბედავდი (იცინის).
– ბაქარს პროტოტიპი ჰყავს, ვისი წარმოდგენაც გეხმარება მისი განსახიერებისას?
– რა თქმა უნდა. იმ ადამიანის გარეშე ბაქარი ვერ გახდებოდა ისეთი, როგორიც არის. ეს არის ქალბატონი ქეთი ჩხეიძე, რომელიც თამაშობს დედაჩემის – ნუნუკას როლს. მასთან არ მივსულვარ და არ მითხოვია, ინტონაცია მასწავლეთ-მეთქი, უბრალოდ, როცა მას ჰქონდა ტექსტი და მე არა, ვუსმენდი მის მეტყველებას. დავიჭირე ინტონაცია და მერე ჩემს პერსონაჟს მოვარგე. მე დასავლეთთან არანაირი შეხება არ მაქვს, კახელი ბიჭი ვარ და ერთადერთი, ეგ მოვიფიქრე (იცინის).
– ბაქარის ჩაცმულობაზეც გკითხავ. მთლიანად თვითონ გმოსავენ თუ შენც შეგაქვს პატარა შტრიხები?
– არა, ჩაცმულობას მთლიანად კოსტიუმების მხატვარი წყვეტს. მე არ ვერევი, არა მხოლოდ ბაქარის, ჩემს ჩაცმულობაშიც კი ამას ძირითადად დედაჩემი აკეთებს (იცინის).
– რა განსხვავება და მსგავსებაა ბუბას და ბაქარს შორის?
– ბაქარი არის, უპირველესად, მიზანდასახული. რაც არ უნდა წინააღმდეგობა შეხვდეს, მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა და როგორც უნდა. სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ – რაც არ უნდა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდეს, მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინდა. ბაქარი არის ძალიან მორცხვი, თავის თავში ჩაკეტილი. ისეთი დედა ჰყავს და ისეთი ოჯახი აქვს, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. ყველასთან ისეთია, როგორსაც სიტუაცია მოითხოვს. დედამისს ვერ შეეწინააღმდეგება, აზრი არ აქვს და ამიტომ ურჩევნია, თავი დაუხაროს. ძმაკაცებს რაც შეეხება, ერთი სცენა იყო ამაზე და ჩანს, რომ ძმაკაცურია. ბაქარისგან განსხვავებით, მე ბრაზიანი და საკმაოდ ნერვიული ვარ (იცინის). სიყვარულის ამბებში ის რომანტიკულია. მე არ ვარ რომანტიკული. სასტიკად არ ვარ (იცინის). ვარდები და მსგავსი რაღაცეები არ მიყვარს. მე უფრო სიტყვით მირჩევნია ყველაფრის გამოხატვა – წყნარად და მშვიდად, ნერვების აყოლის გარეშე. ბაქართან შედარებით უფრო „დასტოინი“ ვარ. ის უფრო გულს არის აყოლილი. თუმცა, ამასაც თავის მიზეზი აქვს. ის პირველად ჩამოვიდა ქალაქში და პირველივე გოგო შეუყვარდა. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს არც არის გასაკვირი.
– სიყვარულის გამო, შენ თუ მოიქცეოდი ბაქარივით?
– გააჩნია ვინ მიყვარს. თუ ადამიანი მართლა მიყვარს და მისგანაც იგივეს ვგრძნობ, რატომაც არა, ბევრ დათმობაზე წავალ. მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვერ შემიყვარდება, იმიტომ რომ ძალიან ეჭვიანი ვარ. ეს ერთი ცუდი თვისება მაქვს, ამის გამო თამუნასნაირი გოგო არ შემიყვარდება. გოგოების ამორჩევაში მე ძალიან ფრთხილი ვარ. უპირველესად, მასთან დიდი დრო უნდა მქონდეს გატარებული, კარგად უნდა ვიცნობდე მის ფსიქოლოგიას და შეხედულებებს. უნდა ვიცოდე, რას ფიქრობს ზოგადად. არ მიყვარს ცანცარა გოგოები. ძალიან კარგია, როცა გოგო განათლებულია და რა თქმა უნდა, გარეგნობასაც მნიშვნელობა აქვს.
– უპირველესად, მის გარეგნობას აქცევ ყურადღებას თუ განათლებას?
– სხვათა შორის, არც ერთს. თავიდან ვაკვირდები, რამდენად უკომპლექსოა გოგო. ეს არ ნიშნავს, რომ ვულგარული უნდა იყოს და ზედმეტობაში გადადიოდეს, თუმცა კომუნიკაბელური უნდა იყოს. თუ შემიყვარდა და ვინმეზე გადავირიე, მერე, ალბათ, სხვანაირად ვილაპარაკებ.
– აი, ბაქარს შეუყვარდა და გადაირია. შენ არასდროს გყვარებია ასე?
– ორმხრივად არა, მაგრამ მარტო მე მყვარებია. ეს რაღაც ბავშვური გატაცება იყო, სერიოზული არაფერი. როცა ცოტა იზრდები, მერე ხვდები, რომ სისწრაფე და სიჩქარე აქ საჭირო არ არის. დაელოდები და თავისით მოვა. ახლა ერთი გოგო მომწონს და ვნახოთ, რა იქნება.
– ბაქარის პერსონაჟი როგორ განვითარდება?
– სახალისოდ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრაგიკომედია იქნება.
– სერიალის გარდა, რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– თეატრში ვდგამთ სპექტაკლებს, გავდივართ ფესტივალებზე. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ამჟამად სკოლას ცოტა ნაკლებ დროს ვუთმობ, რადგან თუ გადაღებაზე არ ვარ, თეატრში ვარ და დრო აღარ მრჩება.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. მეთეთმეტე კლასში ვარ და კიდევ მაქვს წელიწად-ნახევარი მოსაფიქრებლად. გააჩნია, როგორ განვითარდება სერიალს მიღმა ჩემი ცხოვრება. რაღაც ვარაუდები მაქვს, თუმცა კონკრეტული გეგმები არა.
ჟურნალი "თბილისელები"
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები