0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყურადღებით იყავით, არავინ მოგატყუოთ. მოთოკეთ ემოციები და თავი შეიკავეთ კამათისგან. საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყოთ, ვიდრე გარშემო მყოფების მიმართ. 

კურო 
მეტად ემოციური და მგრძნობიარე ხართ და მოვლენების სათანადოდ შეფასება გაგიჭირდებათ. თუ საშუალება გექნებათ, ბუნებაში, სკვერში გაისეირნეთ. 

ტყუპი
ნუ გაამხელთ საიდუმლოებებს, მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნუ გახდებით თაღლითების მსხვერპლი. 

კირჩხიბი
დაძაბული და რთული დღე გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. განწყობას ცურვა, წყალთან ურთიერთობა გამოგისწორებთ. 

ლომი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ კრიტიკული და ზედმეტად პრეტენზიული. 

ქალწული
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატრეთ. 

სასწორი 
ახალი იდეების განხორციელება თქვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ბედნიერი შემთხვევის წყალობით ყველაფერს საუკეთესოდ გაუმკლავდებით. 

მორიელი 
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ივარჯიშეთ. ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციები წარმარტებით დასრულდება. კარგი დღეა ბინაში ინტერიერის შესაცვლელად. 

მშვილდოსანი
შეამცირეთ კონტაქტები, განსაკუთრებით უცხოებთან. მოერიდეთ ახალნაცნობობას და გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლას. შეამცირეთ ალკოჰოლი და დაამარცხეთ მავნე ჩვევები. 

თხის რქა
გააუმჯობესეთ პირადი და სამსახურებრივი საქმეები. შეეხმიანეთ ახლობლებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებს. კარგი დღეა შემოქმედებით იდეების განსახორციელებლად. 

მერწყული
კარგი დღეა დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის. მოიწესრიგეთ აზრები, საქმეები. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

თევზები
კარგი დღეა ფიზიკური აქტიურობისა და ვარჯიშისთვის. დღე საინტერესო ნაცნობობითა და მოულოდნელი შეხვედრებით იქნება დასამახსოვრებელი. ნუ იქნებით მიმნდობი და გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები