0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში საქართველოს ბანკის დაფინანსებით ახალი ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა

თბილისი, 27ნოემბერი, 2014 წელი - „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების და უახლესი აპარატურით დაკომპლექტებული ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა, რომელსაც წამყვანი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილიუხელმძღვანელებს. აღნიშნული ცენტრი საქართველოს ბანკმა დააფინანსა.საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

ნეიროქირურგიულიცენტრიგათვლილია 42 საწოლზე და აღჭურვილია ახალი Тоshiba-ს წარმოების 16 შრიანიკომპიუტერული ტომოგრაფით, ასევეGE-ს წარმოებისოპტიკური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ჩატარდეს პაციენტების ყველა სახის თანამედროვე ნევროლოგიური დიაგნოსტიკა.

პირველად მთელ ამიერკავკასიაში, ცენტრმა შეიძინა და დანერგაMedtronics-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა რისი მეშვეობითაც კლინიკას შესაძლებლობა მიეცა აწარმოოს ინტრაოპერაციული მონიტორინგი,რათა თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული სტრუქტურების ინტრაოპერაციული დაზიანება და შევამციროთ ინვალიდიზაციის ხარისხი.
აგრეთვე აღსანიშნავია ცენტრის უნიკალური ნეირორეანიმაციული მკურნალობა, სადაც თითოეული რეანიმაციული პაციენტისთვის განკუთვნილია ბოქსირებული პალატა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიდაჰოსპიტალური ინფექციის განვითარების საშიშროებას, რისი რისკიც ძალიან დიდია ნევროლოგიური ავადმყოფების შემთხვევაში.

“ჩვენთან დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა ყველა იმ შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტმა მიიღოს სრულყოფილი ნეიროქირურგიული მომსახურება და ოპერაციამ და ოპერაციის შემდგომმა მკურნალობა ჩაიაროს ზედმეტი გართულებების გარეშე“, - აღნიშნა ცენტრისხელმძღვანელმა ბატონმა სანდრო თევდორაძემ.

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ შესახებ:

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ მრავალ პროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც, თითქმის, ყველა ტიპის გადაუდებელისამედიცინომ ომსახურება ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), 7 საოპერაციო დარბაზი, 30ადგილიანი რეანიმაცია, სტაციონარი 80 საწოლზე, და ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციოური დიაგნოსტიუკური ცენტრით.გარდა გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურებისა, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, მედიცინის, თითქმის, ყველა დარგში ტარდება უნიკალური ოპერაციები.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%) მიხედვით (2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 206 სერვისცენტრის, 510 ბანკომატისა და 2,038 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები