0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გამოიყენე შესაძლებლობა - აკეთე სიკეთე Vivus.ge-თან ერთად!

ყველაზე სანდო კომპანია ონლაინ სესხებში Vivus.ge სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში კვლავაც განაგრძობს საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების დაფინანსებას.

სიახლე დაკავებული და აქტიური ადამიანებისთვის: უკვე არსებობს ERTAD.GE-ს ვებ-გვერდის მობილური ვერსია www.m.ertad.ge , რაც ყველა მსურველს აპლიკაციის შევსებას და ხმის მიცემის პროცედურას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

დღემდე კომპანია Vivus.ge-მ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში უკვე 6 პროექტი დააფინანსა. კონკურსი მიმდინარე თვეში კვლავაც მიმდინარეობს. ამჯერად ჟიურიმ 7 პროექტი შეაირჩია, რომლებიც გამარჯვებისთვის ტრადიციულად, თვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ხმის მიცემა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვინც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელია. თავად ხმის მიცემის პროცედურა არის აბსოლუტურად უფასო, მარტივი და გამჭვირვალე.

Vivus.ge მიზნად ისახავს წაახალისოს საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები და ფინანსური დახმარებით ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას. კომპანიის მიზანია განვითარდეს განათლება, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი, გაუმჯობესდეს

პროექტის წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარია, თვის განმავლობაში კი პროექტების განხორციელებისთვის ტრადიციულად, 4000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება თითო პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალურ ოდენობას, ის 2500 ლარს შეადგენს.

კომპანია Vivus.ge-მ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში უკვე 6 პროექტი დააფინანსა. პროექტები სოციალური ხასიათისაა და თითოეული მათგანი საზოგადოებისთვის აქტიურ თემებს ეხმაურება.

ERTAD.GE-ს ფარგლებში დასუფთავდა სიონის წყალსაცავისა და ქვათახევის მიმდებარე ტერიტორიები, ამჟამად მიმდინარეობს სურამში მდებარე მდინარე სურამულას დასუფთავების კამპანია, ასევე კეთილმოეწყო ქალაქ რუსთავის #18 საჯარო სკოლის ეზო, ხევსურეთის სოფელ ბარისახოს სკოლის ეზოში დამონტაჟდა სათამაშო მოედანი, რითიც ადგილობრივ ბავშვებს დიდი ხნის ოცნება აუსრულდათ.

მოცემულ მომენტში მზადდება დოკუმენტური ფილმი სვანეთის მივიწყებული ადგილობრივი ფოლკლორის ნიმუშების გადასარჩენად, რომელიც აგვისტოს კონკურსის საზოგადოების რჩეული გახდა. ამ დროისათვის ოქტომბრის თვის გამარჯვებული პროექტის მონაწილეები ემზადებიან ექსპედიციისთვის, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება.

პროექტის მიზანია ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებული კვლევის ერთგვარი გაგრძელება და მის მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინ სოფლებში: არადეთსა და გრემში მოსახლეობის გამოკითხვა, ახალგაზრდებისთვის აქტუალური პრობლემების საზოგადოებისთვის ჩვენება და ზოგადად, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთის სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობის გადმოცემა.

საახალწლოდ სოციალური პროექტი ERTAD.GE მრავალ სასიამოვნო სურპრიზს შემოგთავაზებთ!

სიკეთე გადამდებია- ერთად ვაკეთოთ კარგი საქმეები!

სასარგებლო ბმულები: www.ertad.ge

www.vivus.ge

www.facebook.com/ertad.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები