0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. არავის ეუხეშოთ და აწყენინოთ. მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. 

კურო 
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან წარსულში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მიიღოთ. სამსახურთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმავად. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. მათთან მიმართებაში მეტი ტაქტი და ზრდილობა გამოიჩინეთ.

კირჩხიბი
ნუ იზარმაცებთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გახსოვდეთ, კარგად შესრულებული სამუშაო კარგად ანაზღაურდება. მოერიდეთ ძირად ღირებული და უსარგებლო ნივთების შეძენას. 

ლომი 
ნუ აჰყვებით ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გააგრძელეთ საკუთარი საქმეების შესრულება. ყურადღებას ნუ მიაქცეთ გარშემო მყოფების კრიტიკას.

ქალწული 
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ეცდებით ყველას საქმის შესრულებას.

სასწორი 
საქმიანობაში წარმატება გელით. თქვენი პარტნიორიც იამაყებს თქვენით. საღამოს მოსალოდნელია სტუმრიანობა. დატკბით ცხოვრებისეული მომენტებით. 

მორიელი 
მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გამოიძინეთ.

მშვილდოსანი 
დღეს ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც ადვილად მოაგვარებთ. რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. დაიმეგობრებთ გავლენიანი ადამიანები.

თხის რქა
კარიერული წინსვლა და მატერიალური კეთილდღეობა გელით. განსაკუთრებული წარმატება ელით შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს. დახმარებისთვის თუ მოგმართავენ, არავინ გაისტუმროთ უარით

მერწყული
მაქსიმალურად მოერიდეთ კამათსა და დისკუსიას. უმჯობესია, გათავისუფლდეთ პასუხისმგებლობისგან და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, ბავშვებთან ურთიერთობას. 

თევზები
ნუ დატოვებთ საქმეებს უყურადღებოდ, ნუ ეტყვით გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელოაბს, კარგი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობის დასაწყებად. .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები