0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჩემი ბედკრული სიყვარული, ანუ იმის შესახებ თუ როგორ ავუხსენი სიყვარული ბიჭს

პატარა ოთახი, დიდი წვეულება, სიგარეტის ნისლი, ირგვლივ მიმოფენილი გახეული პრეზერვატივები, კედელთან მიყრილი ლუდის ბოთლები და სექსის მძაფრი სუნი… – საუკეთესო გარემოა ბიჭისთვის სიყვარულის ასახსნელად. სწორედ ასეთ გარემოში გამოვუტყდი იკას, რომ ცხოვრებაზე მიყვარდა… ჩვენი მეგობრობა ჩემი დის დაბადების დღეზე დაიწყო, როდესაც ნათიამ თავისი ძმაკაცები მოიწვია. იკა ჩემი დის ყველა ძმაკაცს არ ჰგავდა, ის უფრო დახვეწილი, მხიარული, გამბედავი და თბილი იყო. დავუახლოვდი, თავიდან კარგად ვმეგობრობდით, შემდეგ ეს მეგობრობა ჩემთვის სიყვარულში გადაიზარდა. ძლივს ვიპოვე ისეთი ბიჭი, რომელთანაც ცხოვრება მინდოდა, ის ამ ქვეყნად ყველაზე კეთილი და ლამაზი ადამიანი იყო. 3 წლის მანძილზე ერთხელაც ვერ გავუბედე იმის თქვა, რომ მიყვარდა, რომ ის ამ ქვეყნად ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისთვისაც სულსაც გავიღებდი. რატომ ვერ გავბედე ამის თქმა? ჰმ… ამ ქვეყანაში გეის ცხოვრება ადვილი არაა. მეშინოდა, დიახ უბრალოდ მეშინოდა ქამინგ აუთის გაკეთების შემდეგ ყველაფერი არ დამეკარგა რაც მქონდა: ჩემი მეგობრები, ახლობლები, სამსახური, სახლი… მოკლედ ყველაფერი რისთვისაც ამ დროის განმავლობაში ვიბრძოდი და მივიღე.

 

გადიოდა წლები, იკა კი უფროდაუფრო იხვეწებოდა, უფრო მიახლოვდებოდა მე და მეც უფრო მეტად ვიტანჯებოდი. ბევრჯერ სუიციდზეც გამიწია გულმა, მაგრამ არ მინდა ეს სიცოცხლე ასე უაზროდ დავასრულო. წარმოიდგინეთ! ხარ შენს საყვარელ ადამიანთან ძალიან ახლოს, ყოველდღე ხედავ უბანში, ერთად დადიხართ კლუბში, ერთად სვამთ და საუბრობთ თქვენთვის სასურველ თემებზე, მაგრამ ვერ უმხელ, რომ შენ ის გიყვარს და უბრალოდ ვერ იარსებებ მის გარეშე. იმდღეს მამაოსთან მივედი, აღსარება ჩავაბარე და ვუთხარი, რომ ბიჭი მიყვარდა. მამაომ დამამცირა, გამლანძღა და მითხრა, რომ ეს ყველაფერი ცოდვა და გარყვნილებაა. ხალხო, ამიხსენით რატომ ფიქრობთ ასე? მე ხომ უბრალო მიყვარს… მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორიც თქვენ, მეც ისევე საუკეთესოდ ვმუშაობ როგორც თქვენ, მეც იგივე საქმეს ვაკეთებ რასაც თქვენ, მეც ქარტელი ვარ და ქრისტიანი. რატომ გგონიათ, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა და გარყვნილებაა?

 

მოკლედ, ახლა არ გვინდა ამ საკითხის განხილვა, იკაზე ვსაუბრობდი… რას ვამბობდი? – ხო მართლა, ეხლა წვეულებაზე ვარ და ვაპირებ იკას სიყვარულში გამოვუტყდე… პატარა ოთახი, დიდი წვეულება, სიგარეტის ნისლი, ირგვლივ მიმოფენილი გახეული პრეზერვატივები, კედელთან მიყრილი ლუდის ბოთლები და სექსის მძაფრი სუნი… – საუკეთესო გარემოა ბიჭისთვის სიყვარულის ასახსნელად, არ მეთანხმებით? მოიცა, როგორ ვუთხრა, რომ მიყვარს? შეიძლება სხვანაირად გაიგოს, ჩემთან მეგობრობაზე უარი თქვას და ჩამიშვას… არა ვერ გავრისკავ! მოიცა, მოიცა…. ნიკა შენ ეს უნდა გაბედო, უნდა უთხრა, რომ გიყვარს! ბოლოსდაბოლოს, რომც გაგყიდოს, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. აი ისიც…

- ნიკა, რას შვები?

- ვა, იკა?!… როგორ ხარ?

- კარგად, შენ რას შვები ბიჭო? (დროა ვუთხრა, მე მზად ვარ!)

- იკა, იცი რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის…

- მართლა? რამე სერიოზულია? მეც მინდოდა რაღაც მეთქვა.

- კი სერიოზულია, მაგრამ ჯობია შენ დაიწყო, გითმობ.

- კარგი. ნიკა, იცი?! უკვე დიდი ხანია რაღაცის თქმა მინდა შენთვის, მაგრამ ვერ გიბედავ, შემიძლია გენდო?

- რაა??? იკა, მართლა??? კი, რათქმაუნდა, შეგიძლია მენდო…..

- მართლა? ძალიან კეთილი ხარ…. იცი რა? მე, შენი და მიყვარს.

- ფუუ ბლიაწ!!!

- რა?….

- არაფერი, უბრალოდ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი.

აი ასე დასრულდა ჩემი 3 წლის სასიყვარულო ურთიერთობა, მორჩა მზად ვარ თავი მოვიკლა. 

 წყარო:ნიკას ბლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები