1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა საიდუმლოზე საუბრობს სააკაშვილი ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ?

მიხიელ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფეიქბუქით განცხადება გაავრცელა
"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს… 

კახა აღარ ჰყავს საქართველოს.

ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში და ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა. 

რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა. ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა. 

კვირის ბოლოს კიევში ვფიქრობდით შეხვედრას. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა. 

ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა. სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება! კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები