1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გია ნოდია ,,ჩცდ"-ს სცენარისტს კითხვით მიმართავს:,,თეატრში რომ მსახიობებმა იჩხუბეს და მეორე დღეს ყველა შერიგდა, ეს სინამდვილეში ალასანიას და „ოცნების“ ჩხუბზე იყო?"

 გია ნოდია „ჩცდ“-ს სცენარიტს „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებიტ მიმართავს და საკმაოდ რიტორიკულ შეკითხვასაც უსვამს ,რომელზეც  ქეთი დევდარიანმა პასუხი იმავე ფორმით გასცა 

გთავაზობთ მათ დიალოგს : 

გია ნოდია: სოფიაში ვარ, ბულგარეთში, ჩცდ-ს რამდენიმე სერია ვერ ვნახე თავის დროზე და აქ ვუყურე მიყოლებით, ოღონდ აღარ მახსოვს, რომელი როდის იყო. კითხვა გამიჩნდა: თეატრში რომ მსახიობებმა იჩხუბეს, ერთმანეთი დაჭრეს, თეატრის მკერავმა ვენები გადაიჭრა, და მეორე დღეს ყველა შერიგდა, ეს სინამდვილეში ალასანიას და „ოცნების“ ჩხუბზე იყო, ხომ????

ქეთი დევდარიანი: ეს გაცილებით ადრე იყო, ვიდრე ალასანია და ოცნება. ანგარებისა და ფარისევლობის დაბადებასთან ერთად :))

 და ისე ვგიჟდები სერიალის ინტერპრეტაციებზე

გია ნოდია :ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის წინასწარმეტყველურია

ქეთი დევდარიანი: სხვათა შორის "ნამდვილი ხელოვნების" დეპარტამენტიც გვაქვს :))

გია ნოდია: შევამჩნიე, კი... ნეტა მაგ დეპარტამენტის უფროსს თუ მიაჩნია ჩცდ ნამდვილ ხელოვნებად? ვეჭვობ, შეიძლება დაიწუნოს.

ქეთი დევდარიანი: არ მიაჩნია. მასპროდუქტი აპრიორი იდიოტობაა

გია ნოდია არადა, უყურებს ალბათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები